"დეტროიტის" მორიგი მარცხი და ზაზა ფაჩულიას 2 ქულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
27 მარტს ზაზა ფაჩულიას "დეტროიტ პისტონსი" "დენვერ ნაგეთსთან" სტუმრად 92:95 დამარცხდა.

ქართველმა ცენტრმა მოედანზე მხოლოდ 5 წუთი გაატარა და აქტივში 2 ქულა და 2 მოხსნა ჩაიწერა.

შეხვედრაში ყველაზე მეტი, 33 ქულა მასპინძელთა კანადელმა ლეგიონერმა ჯამალ მიურეიმ ჩააგდო (5 პასი და 3 მოხსნა). "დეტროიტიდან" კი ყველაზე შედეგიანი, 29 ქულით, 5 პასითა და 15 მოხსნით, ბლეიკ გრიფინი გახდა.

"დეტროიტს" 37 მოგება და 37 მარცხი მოუგროვდა. ამ მაჩვენებლით "პისტონსი" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილს იკავებს.

მომდევნო მატჩს ზაზა ფაჩულიას გუნდი 29 მარტს შინ "ორლანდო
მეჯიქთან", ჩვენი დროით 03:00 საათზე გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული