"ბასკონიამ" თორნიკე შენგელიას გამოსახულებით ლუდი გამოუშვა [PHOTO]

AutoSharing Option
ესპანურმა "ბასკონიამ", რომლის რიგებშიც საქართველოს ნაკრების წევრი თორნიკე შენგელია ასპარეზობს, გულშემატკივრებს კლუბის "ევროლიგაზე" გამოსვლის ისტორიაში საუკეთესო 12 კალათბურთელის დასახელება სთხოვა.

კლუბმა წარმოადგინა 103 კალათბურთელისგან შემდგარი სია, ვისაც "ევროლიგაზე" "ბასკონიას" მაისურით, სულ მცირე, 60 წუთი აქვთ ნათამაშები. ფანებმა კი ამ სიიდან 12 მოთამაშე აირჩიეს.

ესენია: ლუის სკოლა, ანდრეს ნოსიონი, პაბლო პრიჯიონი, ელმერ ბენეტი, იგორ რაკოჩევიჩი, ტიაგო სპლიტერი, არვიდას მაციაუსკასი, მირზა ტელეტოვიჩი, იანის ბურუსისი, ხოსე მანუელ კალდერონი და მარსელინიო უერტასი.

ამის შემდეგ კი კლუბმა ლუდსახარშის კომპანია Cervezas Ambar-თან ერთად 12 არჩეული მოთამაშის გამოსახულებით
ლუდის ბოთლები შექმნა.

Sportall.Ge

Sportall.Ge

მომზადებულია Marca.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 7 /
თუ წერთ ნორმალურად მაინც დაწერეთ ჩვენ უნდა ვითვალოთ სათითაოდ?
!!!!!!!!!!!!!!
07:57 28-03-2019
0
რა ვერ გაიგეთ, თერთმეტი ჩამოთვლილია, თორნიკე დაამატეთ და თორმეტია... ეტყობა ხოსე მანუელ კალდერონი ორად ჩათვალეთ:)))
emigranti
02:14 28-03-2019
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული