ფოტო: nba.com
29 მარტს ზაზა ფაჩულიას "დეტროიტ პისტონსმა" "ორლანდო მეჯიქს" უმასპინძლა და 3-მატჩიანი წარუმატებელი სერიის შემდეგ დამაჯერებელი ანგარიშით, 115:98 გაიმარჯვა.
ზაზამ მოედანზე 9 წუთი გაატარა და 1 ქულისა და 1 მოხსნის მოგროვება მოასწრო.
მატჩში ყველაზე მეტი - 25 ქულა "დეტროიტელმა" უეინ ელინგტონმა მოაგროვა, მისი თანაგუნდელის, ბლეიკ გრიფინის მონაგარმა კი 20 ქულა, 5 გადაცემა და 10 მოხსნა შეადგინა. ორმაგი დუბლია "დეტროიტელი" ანდრე დრამონდის (18 ქულა, 4 გადაცემა, 18 მოხსნა) და "ორლანდოელი" ნიკოლა ვუჩევიჩის ანგარიშზეც (12 ქულა, 4 გადაცემა, 12 მოხსნა).
ამ მოგების შემდეგ ფაჩულიას გუნდმა აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე გადაინაცვლა (38 მოგება, 37 მარცხი).
შემდეგ ტურში, 31 მარტს, 03:00 საათზე, "დეტროიტი" შინ "პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსს" შეხვდება.
დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:
"ფილადელფია"-"ბრუკლინი" 123:110
"მაიამი"-"დალასი" 105:99
"ნიუ-იორკი"-"ტორონტო" 92:117
"ჰიუსტონი"-"დენვერი" 112:85
"მილუოკი"-"ლოს ანჯელესი" 128:118
"ნიუ-ორლეანი"-"საკრამენტო" 121:118
"სან-ანტონიო"-"კლივლენდი" 116:110
ტრავმის მიღებიდან 88 დღის შემდეგ თორნიკე შენგელიას ვარჯიშის ნება დართეს
Eurobasket.com-მა თორნიკე შენგელია ევროპაში მოთამაშე კალათბურთელების TOP 5-ში შეიყვანა
Bleacherreport გოგა ბითაძეზე: დრაფტის მე-20 ნომერი და "ბოსტონ სელტიკსი"
სტივ კერი ფაჩულიაზე: ღიმილიანი, შრომისმოყვარე, თავმდაბალი - ზაზას ჰქონდა ყველაფერი... [PHOTO]