ზაზა ფაჩულიას 9 წუთი და "დეტროიტის" დამაჯერებელი მოგება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ფოტო: nba.com

29 მარტს ზაზა ფაჩულიას "დეტროიტ პისტონსმა" "ორლანდო მეჯიქს" უმასპინძლა და 3-მატჩიანი წარუმატებელი სერიის შემდეგ დამაჯერებელი ანგარიშით, 115:98 გაიმარჯვა.

ზაზამ მოედანზე 9 წუთი გაატარა და 1 ქულისა და 1 მოხსნის მოგროვება მოასწრო.

მატჩში ყველაზე მეტი - 25 ქულა "დეტროიტელმა" უეინ ელინგტონმა მოაგროვა, მისი თანაგუნდელის, ბლეიკ გრიფინის მონაგარმა კი 20 ქულა, 5 გადაცემა და 10 მოხსნა შეადგინა. ორმაგი დუბლია "დეტროიტელი" ანდრე დრამონდის (18 ქულა, 4 გადაცემა, 18 მოხსნა) და "ორლანდოელი" ნიკოლა ვუჩევიჩის ანგარიშზეც (12 ქულა, 4 გადაცემა, 12 მოხსნა).

ამ
მოგების შემდეგ ფაჩულიას გუნდმა აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე გადაინაცვლა (38 მოგება, 37 მარცხი).

შემდეგ ტურში, 31 მარტს, 03:00 საათზე, "დეტროიტი" შინ "პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსს" შეხვდება.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

"ფილადელფია"-"ბრუკლინი" 123:110
"მაიამი"-"დალასი" 105:99
"ნიუ-იორკი"-"ტორონტო" 92:117
"ჰიუსტონი"-"დენვერი" 112:85
"მილუოკი"-"ლოს ანჯელესი" 128:118
"ნიუ-ორლეანი"-"საკრამენტო" 121:118
"სან-ანტონიო"-"კლივლენდი" 116:110

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული