bleacherreport.com: გოგა ბითაძე დრაფტის მე-14 ნომერი იქნება და "ბოსტონი" აირჩევს

AutoSharing Option
ცნობილი სპორტული გამოცემა bleacherreport.com-ი NBA-ს დრაფტამდე 2 თვით ადრე 19 წლის ქართველ ცენტრ გოგა ბითაძეს დრაფტის მე-14 ნომრად მოიაზრებს და მას პირველ რაუნდში "ბოსტონ სელტიკის" მიერ არჩევას უწინასწარმეტყველებს.

10 დღის წინ გამოქვეყნებულ სიაში გოგა ბითაძე მე-20 ნომრად იყო მიჩნეული.

პირველ ნომრობას კვლავ არავის უთმობს "დიუკის" ფორვარდი სიონ უილიამსონი. გამოცემა მეორე პიკად ჯო მორანტს მიიჩნევს, მესამედ კი - არჯეი ბარეტს.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 4 /
ლეგენდარული ლარი ბერდის გუნდი, აუ მაგარია, ნბა-შია სწორედ მისი ადგილი. რასისტობაში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ სელტიქსი უფრო თეთრკანიანებისკენ იხრებიდა ყოველთვის. ეს ისე, სხვათა შორის.
09 აპრილი 2019 17:47
5
კარგია და მისასალმებელი გოგას NBA- ს პერსპექტივა მაგრამ ვფიქრობ ეს წელი უნდა დარჩეს ამ კლუბში, ითამაშოს ადრიატიკის ლიგაში და ევროლიგაზე, უკეთესად მომძლავრდეს, უფრო დაიხვეწოს, მეტად თავდაჯერებული გახდეს და მომავალ წელს წავიდეს ამერიკაში.
ეს ჩემი აზრია.
ბათუმი
09 აპრილი 2019 15:45
29
ხო მარა თუ ნბა-დან დარჩა სერიოზული მოთხოვნა უარს ვერ იტყვის,თორემ მერე შეიძლება დაიკიდონ კიდეც, მაგათ ხვეწნა არ უყვართ.
Kkk
09 აპრილი 2019 17:53
1
გეთანხმები რომ ევროპაში უნდა დარჩეს, მაგრამ არა ამ გუნდში. აქ ყველა ინდივიდუალისტია და გოგა ვერ ავლენს სრულად თავის პოტენციალს. თან ამ გუნდშიც არავინ გააჩერებს, ვინმე უფრო ძლიერი იყიდის.
ბათუმ-ს
09 აპრილი 2019 16:32
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული