ზაზა ფაჩულიასთვის პლეი-ოფი ცუდად დაიწყო - "მილუოკიმ" "დეტროიტი" გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
NBA-ს რეგულარული სეზონის დასრულების შემდეგ დაიწყო პლეი-ოფის ეტაპი, სადაც ზაზა ფაჩულიას "დეტროიტი" აღმოსავლეთ კონფერენციის რეგულარული სეზონის გამარჯვებულ "მილუოკი ბაქსს" ხვდება.

პირველი შეხვედრა "პისტონსმა" სტუმრად გამართა და 35-ქულიანი სხვაობით - 86:121 დამარცხდა.

"დეტროიტის" ქართველი ცენტრი სათადარიგოთა შორის იყო და პარკეტზე გატარებულ 17:37 წუთში 5 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა.

ზაზამ 6-დან 2 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.

ზაზა ფაჩულიას 5 ქულა და მომენტები მილუოკისთან

ყველაზე შედეგიანი "მილოუკის" ბერძენი
ფორვარდი იანის ანტეტოკუნმპო იყო, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა, მის ანგარიშზე 24 ქულა, 4 პასი და 17 მოხსნაა.

ორმაგი დუბლია ანდრე დრამონდის ანგარიშზეც, თუმცა შედარებით მოკრძალებული - 12 ქულა, 2 პასი და 12 მოხსნა.

ტრავმის გამო მატჩში მონაწილეობა არ მიუღია "პისტონსის" ლიდერს, ბლეიკ გრიფინს.

მილუოკი - დეტროიტი 121:86

შემდეგი შეხვედრა კვლავ მილუოკიში 18 აპრილს, ჩვენი დროით 04:00 საათზე გაიმართება.

მეორე მატჩში კი "ჰიუსტონმა" შინ "იუტას" 122:90 სძლია და სერიაში 1:0 დაწინაურდა.

ჰიუსტონი - იუტა 122:90
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვინმეს ილუზია აქვს რომ დეტროიტს მილუოკოს გაგდება შეუძლია?
რობი
12:12 15-04-2019
0

სიახლეები პოპულარული