ბექა ბურჯანაძე "გიპუსკოას" ლიგა ენდესაზე დატოვებას ცდილობს

AutoSharing Option
ბექა ბურჯანაძის "გიპუსკოამ" ესპანეთის ჩემპიონატში მორიგი გამარჯვება მოიპოვა და თავი დააღწია გასავარდნ ზონას. რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე კიდევ 5 ტურია და შანსი იმისა, რომ პირველ წრეში თითქოს უიმედოდ მყოფი სანსებასტიანური გუნდი უმაღლეს დივიზიონში ადგილს შეინარჩუნებს, საკმაოდ დიდია.

სან სებასტიანელებმა მორიგი გამარჯვება შინ, “მონბუს ობრადორიოსთან” მოიპოვეს – 85:72. გამარჯვებაში სოლიდური წვლილი მიუძვის ბექა ბურჯანაძეს. ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 26 წუთში 10 ქულა, 7 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა. ბექამ 3 ჯარიმა მიიღო და ბურთი ორჯერ დაკარგა. მის თანაგუნდელთაგან
20 ქულით საუკეთესო იყო დანიელ პერესი, 10 ქულა და 11 მოხსნა ბლაგოდა სეკულიჩის ანგარიშზე დაგროვდა.

9 მოგებითა და 20 მარცხით “გიპუსკოა” 18-გუნდიან ლიგაში მე-16 ადგილზეა. თუმცა 9 მოგება აქვს კონკურენტ “ბრეგანსაც”, ხოლო ბოლო ადგილზე მყოფ “მურსიას” 1 თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული და 8 მოგება გააჩნია. მომდევნო მატჩს, 5 მაისს, სანსებასტიანელები სწორედ ‘მურსიასთან”, სტუმრად ჩაატარებენ.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული