ტედ მაკფადენის 12 ქულა და გამარჯვება "ბარსელონასთან"

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელის, ტედ მაკფადენის “ხუვენტუდმა” “ბარსელონა” დაამარცხა. ესპანეთის ჩემპიონატის 29-ე ტურში ლიგის ლიდერი კატალონიელები სტუმრად შეხვდნენ “ხუვენტუდს” და მოულოდნელად 12 ქულით – 77:89 დამარცხდნენ.

“ბარსელონას” ძლევაში სოლიდური წილი უდევს მაკფადენს, რომელიც სათადარიგო იყო და მოედანზე 19:55 წუთით გამოჩნდა. ტედმა 7-დან 4 სამქულიანი ჩააგდო, 3 ორიანი კი ააცილა. 12 ქულასთან ერთად, მაკფადენმა თითო მოხსნა და პასი მიითვალა. გამარჯვებულთაგან საუკეთესო იყო ნბა-გამოვლილი ამერიკელი ლუკ ჰარანგოდი, რომელმაც 16 ქულა ჩააგდო.

16 მოგებითა და 14 მარცხით “ხუვენტუდი” მე-7 ადგილზეა, შემდეგ
მატჩს კი 9 მაისს, აუტსაიდერ “მურსიასთან” შინ ჩაატარებს.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული