nba.com-ის ჟურნალისტი: გოგა ბითაძის თამაში მაბედნიერებს

AutoSharing Option
nba.com-ის ჟურნალისტი, "მინესოტა ტიმბერვულვზის" მიმომხილველი ჯულიენ ენდრიუსი NBA-ს ვებგვერდზე დრაფტის საუკეთესო 30 კალათბურთელის შესახებ სტატიას აქვეყნებს.

სასიხარულოა, რომ აღნიშნული ჟურნალისტის სიაში გოგა ბითაძე მე-9 პოზიციაზეა.

აი, რას წერს ენდრიუსი გოგაზე:

"გოგა ბითაძე ნელია, რაც შესაძლოა, განსახილველი საკითხი იყოს, თუმცა, თუ აღნიშნულ თემას გვერდით გადავდებთ, მისი თამაში მაბედნიერებს.

იუსუფ ნურკიჩის სტილი უნდა იყოს კარგი მაგალითი ბითაძისთვის, ვისი ძალა, გაბარიტები და სროლის კარგი უნარების კომბინაცია დაცვით თამაშთან ერთად დაეხმარება ძალიან წარმატებულ ცენტრად ჩამოყალიბებაში."

შეგახსენებთ, რომ NBA-ს დრაფტი 20 ივნისს გაიმართება.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
რას ნიშნავს 'ეტყობა დაწერა''? მაგას მკითხაობა და მიკერძოებულობა ჰქვია.
გიორგი
12:48 01-05-2019
0
makes me happy დაწერა ეტყობა და ამათაც თარგმნეს როგორც 'მაბედნიერებს'. მანდ უფრო 'მაკმაყოფილებს' იქნება ალბათ შესატყვისი.
odala
19:08 30-04-2019
2

სიახლეები პოპულარული