Nba-ს ანალიტიკოსი: როდესაც გოგა ბითაძის თამაშს ვუყურებ...

AutoSharing Option
NBA-ს დრაფტამდე რამდენიმე კვირით ადრე ასოციაციის ვებგვერდზე ანალიტიკოს კაილი რატკეს სტატია გამოქვეყნდა, სადაც ის პირველ რაუნდში ასარჩევ მოთამაშეებს განიხილავს.

30-კაციან სიაში მე-10 პოზიციაზეა 19 წლის გოგა ბითაძე. აი, რას წერს რატკე მის შესახებ:

"გოგა ბითაძე უფრო ტრადიციული ტიპის ცენტრია, ვიდრე მძიმე ფორვარდი, მაგრამ ეს ცუდი სულაც არ არის. როდესაც მის თამაშს ვუყურებ, ენეს კანტერს მახსენებს, თუმცა, მისგან განსხვავებით, ფიზიკურად უფრო ძლიერია. დაცვაში თამაშიც მისი დადებითი მხარეა", - ვკითხულობთ Nba.com-ზე.

გოგა ბითაძემ გასული სეზონის მეორე ნახევარი "ბუდუჩნოსტში" გაატარა.

NBA-ს დრაფტი 20
ივნისს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული