Sports Illustrated: გოგა ბითაძე დრაფტზე სავარაუდოდ მე-14 ნომერია

AutoSharing Option
Sports Illustrated-მა NBA-ს დრაფტის სავარაუდო სია განაახლა, ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე მე-14 ნომრად მიიჩნია და მისი შანსები შეაფასა:

"ბითაძეს შთამბეჭდავი სეზონი ჰქონდა და დრაფტზე მაღლებში საკმაო შანსი აქვს. მით უმეტეს, მისი სტატისტიკის და ასაკის გათვალისწინებით, გუნდებმა ფოკუსირება უნდა მოახდინონ.

გოგა ტრადიციული ცენტრია, მაგრამ ევროპაში ჩატარებული კარგი სეზონი უმაგრებს ზურგს, სიმაღლის მიუხედავად კი, ურიგო სპორტსმენი არაა, გასაკვირად მობილურია, რაც თანდაყოლილი ნიჭია და ბლოკირება ეხერხება.

რეალურია, რომ ის დრაფტის პირველივე რაუნდში აირჩიონ".

დრაფტამდე ბითაძე "მეგა ბემაქსში" იასპარეზებს".

"მეგა ბემაქსის" მწვრთნელმა დეიან მილეოვიჩმა
განაცხადა, რომ გუნდს ბითაძე დაუბრუნდა, მაგრამ ის და ტრავმირებული ნიკოლა მისკოვიჩი "პარტიზანთან" არ ითამაშებენ.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული