hoopsrumors.com: გოგა ბითაძემ ლუკა დონჩიჩი დაჩრდილა

AutoSharing Option
hoopsrumors.com-მა ქართველ ცენტრ გოგა ბითაძეს წერილი მიუძღვნა და შემდეგნაირად დაახასიათა:

"19 წლის ქართველი ცენტრის, გოგა ბითაძის "ბუდუჩნოსტის" შემადგენლობაში ევროლიგაზე საშუალო მაჩვენებელი ასეთია: 24 წუთში 12.1 ქულა, 6.4 მოხსნა და 2.3 დაფარება. მან თავის ასაკში გასულ სეზონში ლუკა დონჩიჩის მიღწეული პროცენტული მაჩვენებელი დაჩრდილა.

ESPN-ის საკალათბურთო ექსპერტი ჯანათან გივონი თვლის, რომ ბითაძე ასაკის, მონაცემების და პერსპექტივის გათვალისწინებით, საუკეთესო ცენტრი შეიძლება გახდეს. ის თამაშობს თავის პოზიციაზე, პერიმეტრზე და დაფარებისას გამორჩეულია.

გოგას დაცვაში თამაშს საუკეთესოს ვერ ვუწოდებთ, მაგრამ NBA-ს დრაფტზე მის აყვანას მოისურვებენ.

ბითაძეს
საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში ფიბას ეგიდით ჩატარებულ ტურნირებზე მონაწილეობის გამოცდილება აქვს, ქვეყნის პირველ ნაკრებშიც იასპარეზა, მაგრამ ევროლიგის გამო თებერვალში თავის გუნდს ვერ დაეხმარა".

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 6 /
რომელ კლასში ხარ გენიოსა? - მეორეში ჩავრჩიიი! იმისი არ იყოს, თუ წაკითხულის გაგების უნარი რა გაქვთ, რატომ კითხულობთ? ბითაძის პროცენტული მაჩვენებელი აღემატება, მის ასაკში დონჩიჩის მაჩვენებლებს, დაჩრდილვაში ეგ იგულისხმება, ანუ აღემატება მის მონაცემებს, 19 წლის ასაკში!!! გაუგებარია რამე?
მორისს
12:55 30-04-2019
3
არ მანაღვლებს არცერთი სპორტსმენის პირადი წარმატება თუ საქართველოს ნაკრებს არ დაეხმარება
ზურა
10:26 30-04-2019
22

სიახლეები პოპულარული