გიორგი შერმადინს ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა და მატჩის MVP გახდა

AutoSharing Option
გიორგი შერმადინის კიდევ ერთი გაბრწყინება ესპანეთის ჩემპიონატში. ქართველი ცენტრის "უნიკახა" სტუმრად "ესტუდიანტესს" დაუპირისპირდა და 80:72 რომ გაიმარჯვა, უმეტესწილად შერმადინის დამსახურებაა.

გიორგი სასტარტო ხუთეულში იყო და 22:05 წუთში 12 ქულა, 8 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მოაგროვა. შერმადინმა 8-დან 4 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგო. მისმა ეფექტურობის ინდექსმა 16 შეადგინა, რაც საუკეთესო შედეგი იყო მალაგელთა შორის. შესაბამისად, ქართველი ცენტრი მატჩის MVP გახდა.

18 მოგებითა და 12 წაგებით "უნიკახა" მყარადაა მე-5 პოზიციაზე. შემდეგი მატჩი მალაგელებს 9 მაისს, შინ, "ფუნაბრადასთან" ელით.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული