ქართული დერბი - შენგელიას "ბასკონიამ" ბურჯანაძის "დელტეკო" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანეთში ქართული დერბი შედგა. სან-სებასტიანში ერთმანეთს ბექა ბურჯანაძის "დელტეკო" და თორნიკე შენგელიას "ბასკონია"შეხვდნენ. მატჩი ვიტორიულმა გუნდმა 10 ქულით - 87:77 მოიგო და ლიდერთა შორის პოზიცია გაიმყარა.

ორივე ქართველი სასტარტო ხუთეულში იყო. ბურჯანაძემ 26:06 წუთში 8 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ბექამ 11-დან 3 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 3 სამიანი კი ააცილა. მისმა სარგებლიანობის ინდექსმა მხოლოდ 2 ერთეული შეადგინა.

შენგელიამ მოედანზე 25:25 წუთი გაატარა და ის ბასკონიელთაგან საუკეთესო იყო. თორნიკემ 9-დან 6 ორქულიანი და 2-დან
1 საჯარიმო ჩააგდო, 3 სამიანი კი მანაც ააცილა. 13 ქულასთან ერთად შენგელიამ 7 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 პასი მიითვალა. მისმა სარგებლიანობის ინდექსმა 20 შეადგინა, რაც ბასკონიელთაგან საუკეთესო შედეგი გახლდათ.

24 მოგებითა და 7 მარცხით "ბასკონია" ესპანურ ლიგაში მესამე ადგილზეა და მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება "ბარსელონასა" და "რეალს". ბურჯანაძის გუნდს კი 31 მატჩში მხოლოდ 10 მოგება აქვს და გასავარდნ ზონაში, ბოლოსწინა ადგილზე იმყოფება. დასკვნით 3 ტურში სანსებასტიანელებს დიდი ბრძოლა ელით უმაღლეს ლიგაში დასარჩენად.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული