22 მაისს ესპანეთის ACB ლიგის 34-ე ტურის მატჩში ერთმანეთს საქართველოს ეროვნული ნაკრების ორი წევრის გუნდები - თორნიკე შენგელიას "ბასკონია" და თედ მაკფადენის "ჟუვენტუდი" დაუპირისპირდნენ.
შეხვედრა შენგელიას გუნდის გამარჯვებით, 87:81 დასრულდა.
თორნიკე შენგელიამ პარკეტზე 23 წუთი გაატარა, რა დროშიც თავი 6 ქულას, 5 მოხსნას და 1 პასს მოუყარა. თედ მაკფადენის ანგარიშზე კი 18 წუთში 12 ქულა, 1 მოხსნა და 2 პასია. "ჟუვენტუდის" გამთამაშებელმა 6-დან 4 სამქულიანი გამოიყენა.
"ბასკონია" 27 გამარჯვებითა და 7 მარცხით გათამაშების ცხრილის მეორე პოზიციაზეა, მაკფადენის გუნდი კი 17
მოგებითა და ამდენივე მარცხით - მე-9 პოზიციაზე და პლეი-ოფში მოსახვედრად იბრძვის.