30 მაისს, "სარაგოსასთან" ლიგა ენდესას პირველი მეოთხედფინალური მატჩის წინ "ბასკონიას" კაპიტანი თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონატის ყველაზე ლამაზად მოთამაშე კალათბურთელის პრიზით დააჯილდოეს.
"ბასკონია" კი საკუთარ მოედანზე მოულოდნელად 81:91 დამარცხდა.
შენგელიამ 29:34 წუთში 13 ქულა (5-დან 4 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი, 4-დან 2 საჯარიმო), 7 მოხსნა, 3 პასი, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა.
თორნიკეს მარგი ქმედების კოეფიციენტი 23 იყო.
საქართველოს ნაკრების კალათბურთელ მეტ ჯენინგს ტრავმის გამო ისევ არ უთამაშია.
მეოთხედფინალური სერია 2 მოგებამდეა. ასე რომ, ბასკურმა გუნდმა ნახევარფინალში გასვლის საქმე გაირთულა.