დრაფტის მე-18 ნომრად არჩევის შემდეგ გოგა ბითაძემ "ინდიანა პეისერსის" არხთან კომენტარი გააკეთა.
"ოცნების ასრულების მომენტია, ამას მთელი ცხოვრება ველოდი. ძალიან ბედნიერი ვარ და ამ ემოციებს სწორად ვერ გამოვხატავ. მადლობას ვუხდი ჩემს ოჯახს, რომელიც მთელი კარიერის განმავლობაში, ყველაზე რთულ პერიოდებში გვერდით მედგა.
"ინდიანა პეისერსის" შესახებ ბევრი რამ ვიცი, ამ გუნდის თამაშს პლეი-ოფში ვუყურებდი. მოუთმენლად ველოდები ახალ თანაგუნდელებთან შეხვედრას, შესანიშნავი გუნდი ვიქნებით.
პროდუქტიული ვარ როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. ვფიქრობ, კარგადაც ვისვრი.
ყოველდღიურად ძალიან, ძალიან ბევრს ვვარჯიშობ და თავისუფალი დრო, ფაქტობრივად, არ მაქვს, თუმცა
ეს NBA-აა, ეს ჩემი ოცნებაა, აქ თამაში სიზმარს ჰგავს", - განაცხადა გოგა ბითაძემ "ინდიანას" ოფიციალურ არხთან საუბრისას.
If you know what I mean :D