"ინდიანა პეისერსი" არ ელოდა თუ დრაფტზე გოგა ბითაძის კლასის კალათბურთელის აყვანას შეძლებდა და აღფრთოვანებას ვერ მალავენ.
ქალაქში ბითაძის უზარმაზარი ბილბორდებია გამოკრული.
გოგა უმალ ნიუ იორკიდან კერძო თვითმფრინავით ინდიანაპოლისში გადააფრინეს და კლუბის თანამშრომლები ოვაციებით შეეგებნენ, რაც რა თქმა უნდა, ქართველ ცენტრს ეამა.