30 წლის ქართველმა ცენტრმა გიორგი შერმადინმა "უნიკახა" დატოვა და ტენერიფეს "იბეროსტარში" გადავიდა.
კანარის კუნძულების გუნდმა შერმადინს 1+1 სისტემის კონტრაქტი გაუფორმა.
გასულ სეზონში ლიგა ენდესაზე "იბეროსტარი" მე-9 ადგილზე გავიდა და პლეი-ოფში ვერ მოხვდა.
შერმადინი ევროლიგის ორგზის გამარჯვებულია - ეს ტურნირი 2009 წელს "პანათინაიკოსთან", 2013 წელს კი "ოლიმპიაკოსთან" ერთად მოიგო.
გიორგი 5 წლის განმავლობაში ესპანეთის ჩემპიონატზე საშუალოდ ერთ მატჩში 12.2 ქულასა და 5.8 მოხსნას აკეთებს, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 16.1-ია.