გიორგი შერმადინი: უკვე მაგრძნობინეს, რომ აქ ერთი დიდი ოჯახია და მისი წევრი ვარ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა გიორგი შერმადინმა "ტენერიფეში" გადასვლის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

"ტენერიფეში" გადასვლა ჩემთვის ახალი გამოცდილება, ახალი გამოწვევაა. უკვე მაგრძნობინეს, რომ აქ ერთი დიდი ოჯახია და მისი წევრი ვარ. ბევრი შრომით ვეცდები გუნდს მაღალი მიზნების მიღწევაში დავეხმარო. არაერთი ქალაქი მომივლია, მაგრამ კუნძულზე პირველად მომიწევს ცხოვრება. ეს მე და ჩემს ოჯახს ძალიან გვახარებს. მოუთმენლად ველი ახალი სეზონის დაწყებას", - აღნიშნა შერმადინმა.

შეგახსენებთ, რომ აქამდე შერმადინი "უნიკახას" ღირსებას იცავდა.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული