"ინდიანას" პრეზიდენტი ბითაძეზე: დღეში დაახლოებით ათჯერ მწერს: მზად ვარ, მზად ვარ!

AutoSharing Option
გოგა ბითაძის სავიზო პრობლემები გაჭინაურდა, რის გამოც ქართველმა ცენტრმა საზაფხულო ლიგაში ვერც მეორე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ქართველი მოთამაშის გარეშე მოასპარეზე "ინდიანა" გუშინ, 8 ივლისს, "დეტროიტთან" 84:102 დამარცხდა, დღეს კი "ატლანტას" წინააღმდეგ ითამაშებს, თუმცა დიდი ალბათობით, ბითაძე გუნდს ვერც ამ შეხვედრაში დაეხმარება.

ამასთან დაკავშირებით "ინდიანას" პრეზიდენტმა კევინ პრიჩარდმა ისაუბრა.

"სამწუხაროდ სავიზო პრობლემები იმაზე დიდხანს გაგრძელდა, ვიდრე ველოდით. ამაზე ყოველდღიურად ვმუშაობთ. ველოდებით, რომ რამდენიმე დღეში ჩვენთან ერთად იქნება. ბითაძე დღეში დაახლოებით ათჯერ მწერს: მზად ვარ, მზად ვარ, მზად ვარ!", - ამბობს პრიჩარდი.

შეგახსენებთ, გოგა ბითაძე "ინდიანამ" დრაფტზე მე-18 ნომრად აირჩია.

მკითხველის კომენტარები / 12 /
არავითარი მეგობარი ამერიკა არ არის. ამას ჩვენ ვიძახით, იქნებ ნამუსზე ავაგდოთ! მაგრამ რაც არ გააჩნიათ იმაზე აქცენტის გაკეთებას რა აზრი აქვს. რუსეთს და ამერიკას ბევრი საერთო აქვთ! ძალიან ბევრი! ორივე დამპყრობელი კოლონიზატორი დამანგრეველი სახელმწიფოა! რუსეთ ჩვენი ტერიტორიების 25 პროცენტადეე აქვს დაპყრობილი. აშშ-ს კი დანარჩენი 70! 5 ისე, ჰაერშია?! ოღონ ამერიკა მდიდარი ქვეყანაა, რუსეთი კი მასთან შედარებით ეკონომიურად გაჭირვებული.
aburjga
11:02 12-07-2019
1
მოდი და ამის მერე ირწმუნე, რომ ამერიკელები ჩვენი მეგობრები არიან...
კაცი იხვეწება მზად ვარო და ამათმა კიდევ ვიზა არ აღირსეს, გეგონება ვინმე რიგითი იყოს. ბიჭი ნბა-ში თამაშს აპირებს და ეს უნამუსოები კიდევ ხელოვნურად უქმნიან პრობლემებს. ფაქტი ჯიუტია და ვინ დამაჯერებს, რომ ამდენი ხანი ვიზის გაცემას სჭირდებოდა.
ვისაც არ მოგეწონათ, აბა თქვენ იცით, წერეთ ახლა დისლაიკები (ხოლო თუკი რუსეთუმეს მიწოდებთ, მასეთები თქვენკენ მოძებნეთ)
მოქალაქე
14:05 09-07-2019
43

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული