NBA-მ კალენდარი გამოაქვეყნა - ბითაძე "დეტროიტის" წინააღმდეგ, სად ითამაშებს ფაჩულია?

AutoSharing Option
აშშ-ის ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ ახალი სეზონისთვის კალენდარი წარმოადგინა.

ამის შესახებ ინფორმაციას ლიგის პრესსამსახური ავრცელებს.

NBA-ს რეგულარული ჩემპიონატი 23 ოქტომბერს, ჩვენი დროით 04:00 საათზე დაიწყება.

პირველ დღეს ორი მატჩი გაიმართება.

მოქმედი ჩემპიონი "ტორონტო რეპტორსი" "ნიუ ორლეან პელიკანს" შეხვდება, ხოლო ლოს-ანჯელესში "ლეიკერსი" "კლიპერსს" დაუპირისპირდება.

გოგა ბითაძის "ინდიანა პეისერსი" პირველ შეხვედრას 24 ოქტომბერს, ჩვენი დროით 03:00 საათზე "დეტროიტთან" გამართავს.

აქვე გეტყვით, რომ ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას ქართველი ცენტრი ზაზა ფაჩულია. 35 წლის ვეტერანი კალათბურთელის ბოლო კლუბი "დეტროიტი" იყო, რომელთანაც კონტრაქტი უკვე ამოეწურა
და თავისუფალი აგენტია.

23 ოქტომბერი
ტორონტო-ნიუ ორლეანი 04:00
კლიპერსი-ლეიკერსი 06:30

24 ოქტომბერი
შარლოტი-ჩიკაგო 03:00
ინდიანა-დეტროიტი 03:00
ორლანდო-კლივლენდი 03:00
ბრუკლინი-მინესოტა 03:30
მაიამი-მემფისი 03:30
ფილადელფია-ბოსტონი 03:30
დალასი-ვაშინგტონი 04:30
სან ანტონიო-ნიუ იორკი 04:30
იუტა-ოკლაჰომა 05:00
ფინიქს სანსი-საკრამენტო 06:00
პორტლენდი-დენვერი 06:00

მკითხველის კომენტარები / 5 /
ვინც დინამოს სტადიონზე ამგვარი ორაზროვანი სიმვოლიკა დააბანერა, ის-ისინი შეგნებულად და ნაკლებად მეჯერება რომ შეუგნებლობით , გუნდის, ქვეყნის და ქართველი ხალხის მტერია .ბითაძე ერთ ერთი უნიჭიერესი კალათბურთელია ბოლო ოცწლეულში საქართველოს ბასკეთში და ვინც ეს ციფრები ურჩია,NBA-ში მისი წარმატებული კარიერის და ჯამში ქართველების მტერია და "საერთოდ" რას აკეთებს??? ქართველთა უშიშროების სამსახური ქვეყანაშიც და მის ფარგლებს გარეთაც, დიდი ალბათობით,ფაქტებით მტკიცდება, არაფერს!!! თუ ვერ აკონტროლებს მასიური შეყრის ადგილებს ....და სხვა...., ვერ იცავს ქართველ ხალხს, ვერსად! რაში იღებენ ფულს,ისედაც უმრავლესობაში გაღატაკებული ქართველების ჯიბიდან.....ბევრი მტერი გვყვავს ქვეყანაშიც მბოგინე ღიად და ფარულადაც მოქმედი,და მის ფარგლებს გარეთაც , და ბევრს,გულზე არ ვახატივართ, არც საარაკო- ედემური ტერიტორიებით, ჰავით და არც ჩვენი თავის უფლებით და დამოუკიდებელ ქვეყნად არსებობით... ვეცადოთ,ჯერ სათანადოდ გავიაზროთ და შემდეგ ვდგათ ნაბიჯი.უვნებლად ჩვენთვისავე -მცდელობით ქვეყნისთვისაც და თვითოეული ქართველისთვისაც.არავისზე ნაკლებნი არ ვართ, არც ჭკიუით ,არც პრევენციულად, მონდომებითი შესრულებით, ქართველთა არაკეთილისმსურველთა ქმედებათა დროულად აღკვეთისთვის....ფესვით აღმფხვრამდე ვერანა მტრისა ჩუენისა.....
ღთაებრივი ქარი
19:43 13-08-2019
1
ბითაძეს !INDIANA!19 ნიშნიანი რიგითობით კვართი სჯობს 88 ის -ორაზროვან სიმვოლიკას.
ინდიანადან
18:08 13-08-2019
1

სიახლეები პოპულარული