sportime.gr-ის ცნობით, 18 წლის ქართველი კალათბურთელის, რატი ანდრონიკაშვილის სამსახურით ბერძნული "იონიკოსი" დაინტერესდა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ათენური კლუბი მომავალზეც ზრუნავს და ინვესტიციის განხორციელებას ქართველ გამთამაშებელთან კონტრაქტის გაფორმებით შეეცდება, რომელმაც ნაკრებშიც ითამაშა და საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულად ითვლება.
ბერძნები თვლიან, რომ ანდრონიკაშვილი ახალგაზრდაა, თუმცა ძალიან სპეციფიკური ნიჭის პატრონია და მის პროგრესს ამერიკული კლუბები აკვირდებიან, რათა დაასკვნან, შეუძლია თუ არა უფრო მაღალ დონეზე ასპარეზობა.
რატი ესპანეთის მე-4 ლიგის "მირაფლორესში" თამაშობს და საქართველოს 18 და 20-წლამდელთა ნაკრებებთან ერთად ევროპირველობის B დივიზიონის პირველობებზე მიიღო მონაწილეობა.
რატი ანდრონიკაშვილთან კონტრაქტის გაფორმებას ბერძნული კლუბი ცდილობს" style="height: 50px; width: 50px;" />რატი ანდრონიკაშვილი 18-წლამდელთა შორის კასტილიის ჩემპიონი გახდა