"მქონდა რამდენიმე შემოთავაზება NBA-ს "ფრენჩაიზებიდან", თუმცა ისინი სათამაშო წუთების გარანტიას არ მაძლევდნენ, მე კი თამაში მსურს და ამიტომაც დავრჩი "ბასკონიაში".
ასევე, მინდა ვისარგებლო საშუალებით და გავამხნევო "ოლიმპიაკოსის" მთავარი მწვრთნელი დევიდ ბლატი. ის შესანიშნავი ადამიანია. "ბასკონიას" სახელით მსურს გამოჯანმრთლება ვუსურვო. ჩვენ გვჯერა, ის დაავადებას დაამარცხებს და უფრო ძლიერი დადგება ფეხზე", - განაცხადა თორნიკე შენგელიამ.
"კლივლენდ კავალიერსის" ყოფილ
დამრიგებელ დევიდ ბლატს გაფანტული სკლეროზი დაუდგინდა და საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია. თოკო შენგელია კი ესპანეთის ჩემპიონატს სექტემბრის ბოლოდან დაიწყებს, იქამდე "ბასკონიას" მოსამზადებელი მატჩები ელოდება.