ზაზა ფაჩულიამ მოთამაშის კარიერა დაასრულა და "გოლდენ სტეიტში" იმუშავებს

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიამ მოთამაშის კარიერა დაასრულა და "გოლდენ სტეიტში" იმუშავებს - ამის შესახებ ინფორმაცია კლუბმა საიტით გაავრცელა.

ფაჩულია "გოლდენ სტეიტში" დაბრუნდება და კონსულტანტად იმუშავებს ბიზნეს და საკალათბურთო საკითხებში.

ფაჩულია NBA-ში 16 წელი ასპარეზობდა, 1098 მატჩი ჩაატარა (საშუალოდ 6.8 ქულას, 5.8 მოხსნას და 1.3 შედეგიან გადაცემას აკეთებდა), "გოლდენ სტეიტის" შემადგენლობაში კი ორჯერ გახდა ჩემპიონი.

"გოლდენ სტეიტის" გარდა, ის "დეტროიტის", "ორლანდოს", "მილუოკის", "ატლანტას" და "დალასის" ღირსებას იცავდა.

ფაჩულია საქართველოს ნაკრებში 2003-17 წლებში თამაშობდა და სამჯერ მიიღო ევრობასკეტზე მონაწილეობა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ჯვარი სწერია მერიასი და ენერგეტიკასი მუშაობაზე ზაზამ ქარტული საქმე უნდა აკეტოს ის ხალხს უყვარს
შოთა გუგეშაშვილი
30 აგვისტო 2019 13:38
0
კრიტიკოსებმა ახლა მაინც დაიჯერონ,რომ ზაზა,გოლდენისათვის უმნიშვნელო ადამიანი არ იყო.წარმატებებს ვუსურვებ მომავალ კარიერაში და მადლობა,საქართველოს ნაკრებში გატარებული წლებისათვის.
სოსო
30 აგვისტო 2019 11:56
1
მადლობა ზაზას. სახელოვანი სპორტსმენი და ადამიანი. წარმატებები
Geo_Dinamo
30 აგვისტო 2019 11:40
0
მაინცდამაინც დალაგებულად ცერაა აზრი გადმოცემული მარა მაინც წავა ))))
Gio
30 აგვისტო 2019 11:09
1
არა თუ მსოფლიო,ან ევროპის,არამედ ყოფილი საბჭოთა ქვეყნების მასშტაბითაც კი საშუალო დონის კალათბურთელი,თითქმის მთელი კარიერის მანძილზე მსოფლიო ლიგაში თამაშობდა და ორჯერ გახდა მისი ჩემპიონი ... კარიერის დასრულების შემდეგ კი დღეის მდგომარეობით,მსოფლიოს უძლიერეს კლუბში აგრძელებს მუშაობას ... ფაჩულია ნათელი მაგალითია იმის,თუ რამდენად მნიშვნელოვანია წარმატებისათვის ადამიანის შრომის მოყვარეობა,დადებითი პიროვნული თვისებები და იღბალი .. მადლობა ვუთხრათ მას,საქართველოს ნაკრებში გატარებული წლებისათვის და ვუსურვოთ ყველაფერი საუკეთესო ცხოვრებაში...
ქუთაისი
30 აგვისტო 2019 10:10
4
საბონისი ზაზაზე კი არა ყველა ევროპელზე მაღლა იდგა და დგას დღემდე! ის ნბა-ში ახალგაზრდა რომ წასულიყო ბევრ ამერიკელ ვარსკვლასაც დაჩრდილავდა. აი ტკაჩენკოზე გეთანხმებით
andro
30 აგვისტო 2019 15:43
0
მსოფლიოს კარგი შევეშვათ და ევროპასაც ...მაგრამ საბჭოთა კავშირიო დაა ....აბა ვინ სჯობდა ის მაინც გეთქვა ...საბონისი თუ ტკაჩენკო ...რომელთა სიმაღლე 2.20 ცდებოდა და მხოლოდ 3 წამიანში თუ ვარგოდათ თორემ ძლივს დადიოდნენ პარკეტზე თუ რუსები სდჯობდნენ მოზგოვი და კაუნი ჩემპიონები ისე გახდნენე მთელ სეზონში 5-10 წუთის მეტი რომ არ უთამაშიათ შენ თუ მარჩიულონისის უფროსის გახსენება გინდა კი დაფრინავდა მაგრამ არა ნაკლები იყო სანიკიძეც უბრალოდ ზაზას და ლიუტეველს სხვადასხვა ფუნქციები ქონდათ ....მაგრამ ყველაზე მთავარი სპორტში შედეგი არის და ორჯერ მითუმეტეს ზედიზედ ნბა არავის მოუგია გარდა ზაზასი იმ შენ სსრკ-დან როგორც გარდა კალაძისა არავის მოუგია ჩემპიონთა ლიგა ...არც შენ მხითარიანს და კალათბურთელი გ ყავთ კი ვინმე თუ თქვენთვის ტეხავს სხვის კალათში რამეს ჩაგდება ...?!
Miningiiit
30 აგვისტო 2019 13:17
5
Warmatebebi zazas axal ampluashi.
Kika
30 აგვისტო 2019 09:44
0
რა კონსულტანტი, რის კალათბურთი, წადი ენერგეტიკაში ან მერიაში მოეწყვე თბილად
ვერ მოგიწონე არჩევანი
30 აგვისტო 2019 09:43
22
წარმატებები დიდ კაცს! მადლობა საქართველოს ღირსეული წარმოჩენისთვის ენბიეიში და აშშ-ში!
ლუკა
30 აგვისტო 2019 05:06
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული