ესპანეთის ჩემპიონატის დაწყებამდე ამ ქვეყანაში აქტიური მოსამზადებელი პერიოდია, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა ტურნირი იმართება.
16 სექტემბერს ხეტაფეს თასი გათამაშდა, რომლის ფინალშიც "ესტუდიანტესმა" დაძაბულ ბრძოლაში, ბოლო წამებზე, ხუან პალაციოს 2 სამქულიანით აჯობა ბექა ბურჯანაძის გრანკანარიულ "ჰერბალაიფს" - 77:74.
ბურჯანაძე სათადარიგო იყო და მოედანზე 19:32 წუთი გაატარა. ბექამ 5-დან 3 სამქულიანი ჩააგდო, 1 ორიანი კი ააცილა. საბოლოო ჯამში ქართველმა ფორვარდმა 9 ქულა, 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. გრანკანარიელთაგან 5 ქულით ბომბარდირი მეთიუ კასტელო გახდა. გამარჯვებულებს კი 17 ქულით ზემოხსენებულმა ხუან პალაციომ ულიდერა.