თორნიკე შენგელიას 16 ქულა, ოვერტაიმი და მარცხი "ბარსელონასთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
29 სექტემბერს, ლიგა ენდესას მეორე ტურში თორნიკე შენგელიას "ბასკონია" დაძაბულ ბრძოლაში სტუმრად 87:95 დამარცხდა "ბარსელონასთან".

"პალაუ ბლაუგრანაში" შეკრებილმა 6 578-მა მაყურებელმა მართლაც საინტერესო მატჩი იხილა.

გადამწყვეტი მეოთხედის წინ "ბასკონია" 5 ქულით იგებდა, მაგრამ "ბარსელონამ" მოახერხა შეხვედრის დამატებით დროში გადაყვანა და საბოლოოდ გამარჯვების მოპოვება.

შენგელიამ 36:58 წუთში 16 ქულა (9-დან 4 ორქულინი, 6-დან 2 სამქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო), 4 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. ის თავის გუნდში ყველაზე შედეგიანი გახლდათ.

საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელი მეტ ჯენინგი ბასკურ გუნდს 23:36 წუთში 11
ქულით შეეწია.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე, მარგი ქმედების 35-იანი კოეფიციენტით, მასპინძელი ბრენდონ დევისი იყო, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა (24 ქულა+11 მოხსნა). 22 ქულა მისმა თანაგუნდელმა ნიკოლა მიროტიჩმა ჩააგდო.

6 ოქტომბერს "ბასკონია" "უნიკახას" უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული