გოგა ბითაძეს NBA-ში შესანიშნავი დებიუტი ჰქონდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ახალგაზრდა ქართველ კალათბურთელ გოგა ბითაძეს დღეს, 16 ოქტომბრის დილით, დებიუტი ჰქონდა "ინდიანა პეისერსის" შემადგენლობაში. NBA-ს რეგულარული სეზონის მოსამზადებელ მატჩში "მინესოტას" წინააღმდეგ გოგამ პარკეტზე 24 წუთი გაატარა, რა დროშიც 14 ქულა ჩააგდო, 4-ჯერ მოხსნა ბურთი, 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა და ერთხელ დაბლოკა მეტოქის ტყორცნა. აღსანიშნავია, რომ "პეისერსის" შემადგენლობაში გოგაზე მეტი ქულა არავის ჰქონდა, მხოლოდ მაკდერმოტმა ჩააგდო ასევე 14 ქულა.

დებიუტის კვალობაზე, ყველაფერი კარგად გამოვიდა, გარდა შედეგისა - "ინდიანა" "მინესოტა ტიმბერვულვზთან" 111:119 დამარცხდა. თუმცა ეს მოსამზადებელი ეტაპის მატჩი იყო და დიდი მნიშვნელობა
მას არ ენიჭება.

გოგა ბითაძეს გაუცდა ზაფხულის ლიგა, ვერ ითამაშა ინდოეთში "საკრამენტოს" წინააღმდეგ და ახლა ფანების თვალწინ საკმაოდ კარგი შეხვედრა ჰქონდა. იმედია, ბითაძე სათამაშო წუთებს რეგულარული სეზონის შეხვედრებშიც მიიღებს და ქართველი ცენტრი პროგრესს განაგრძობს.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თამაში არ მინახავს, მაგრამ 24 წუთი, 14 ქულა და ა.შ. ძალიან კარგი დასაწყისია! წარმატებები ნბა-ში ჩვენს მაღალ ჭაბუკს!
aburjga
17:00 16-10-2019
0
ძალიან სასიამოვნო. ნადვილად ამ დებიუტისას ბითაძის თამაშის დეტალური ანალიზი არ გვინდა. მაგას მწვრთნელი და მისი შტაბი იცოცხლე იზამენ და გოგას ჩაუწიკწიკებენ.
პირადად ჩემი ინტერესია ქართველ კაცს ჰქონდეს წარმატებული დებიუტი და შესაბამისი განვითარება. ამის დიდი შანსი აქვს ბითაძეს. არც ის გამიკვირდება ყველაზე წარმატებულ ქართველს - ზაზა ფაჩულიასაც აჯობოს.
ამავდროულად ეს საქართველოს ნაკრებსაც სისტემატურად თუ არა ეპიზოდურად მაინც გამოადგება და დაეხმარება.
გია
13:18 16-10-2019
0

სიახლეები პოპულარული