"ინდიანას" მწვრთნელი: თავიდან ვაპირებდით, ბითაძე 5-7 წუთით შეგვეშვა პარკეტზე, თუმცა...

AutoSharing Option
"მინესოტასთან" გამართული მატჩის შემდეგ "ინდიანა პეისერსის" მთავარმა მწვრთნელმა ნეით მაკმილანმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და ბუნებრივია, ყურადღების ცენტრში გოგა ბითაძის დებიუტი იყო.

"ძალიან კარგი იყო გოგას საქმეში ნახვა. ვიცოდით, რომ მისი მდგომარეობა პრობლემური საკითხი იქნებოდა. თავიდან არ ვაპირებდით, რომ 5-7 წუთზე მეტი გვეთამაშებინა ამ შეხვედრაში. გოგა და ჩვენ შეზღუდულები ვიყავით. მან ძალიან ბევრი ჩვენი კომბინაცია არ იცის და ამიტომაც ლიმიტირებულები გახლდით მისი გამოყენების კუთხით. თუმცა, ძალიან სასიამოვნო იყო იმის ნახვა, რომ ის პარკეტზე შევიდა და ითამაშა.

კარლ ენტონი თაუნსთან ჭიდილი მთლად
საუკეთესო ვარიანტი არ არის NBA-ში დებიუტისთვის, თუმცა მე მინდოდა, რომ სწორედ თაუნსის წინააღმდეგ მიმეცა გოგასთვის წუთები. თაუნსი ამ ლიგაში ძალიან მაღალი დონის დიდი ბიჭია. გოგას მის მსგავს მაღლებთან არასდროს უთამაშია. თაუნსი კარგად ატარებს ბურთს, კონტაქტში ძალისხმიერად შედის, ისვრის პერიმეტრს შიგნიდანაც და გარედანაც. ამიტომ ბითაძისათვის ძალიან კარგი შანსი იყო ასეთი ტიპის კალათბურთელის წინააღმდეგ თამაში. ბუნებრივია, ხარვეზები იყო, თუმცა მე იმით ვარ კმაყოფილი, რომ ბოლოს და ბოლოს, გოგა პარკეტზე საქმეში ვიხილეთ.

გოგას ძალიან კარგად შეუძლია სროლა, კარგი მეპასეა. მომთმენი და რაციონალურია პერიმეტრიდან შეტევის დროს. ის კარგად იცავს ფარს. მართალია, დღეს თაუნსმა მასთან ორთაბრძოლისას ჩატენა, თუმცა გოგას არ ეშინია ამისი და დაფარებაზე მუდმივად მიდის. კარგად ისვრის სამიანს, შეტევაში ძალიან ეფექტიანია და მაილსის მსგავსად შეუძლია ფარის დაცვა.

სეზონის დაწყებამდე ის კიდევ უფრო უნდა მომჯობინდეს ფიზიკურად, ისწავლოს ჩვენი კომბინაციები, ისწავლოს, თუ როგორია ჩვენი დაცვა. თუმცა, ეს ხომ პირველი თამაში იყო. მას არ აქვს გამოცდილება NBA-ში მოთამაშე მაღალი ბიჭების ტიპის კალათბურთელებთან თამაშისა. პირველ სათამაშო დღეს დრამონდი და გრიფინი გვყავს მოწინააღმდეგედ, ხომ ხვდებით, რაზეა საუბარი?! პირველ სეზონში ის წუთები, რასაც გოგა მიიღებს, იქნება მისი გაზრდისათვის, იმისათვის, რომ შეეჩვიოს NBA-ში თამაშს.

თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ წინასწარ რამე გადაწყვეტილია. როცა სეზონი დაიწყება, მერე უნდა შევხედოთ ყველაფერს. თუ გოგა სწრაფად გაივლის ადაპტაციას და მზად იქნება თამაშისათვის, ის წუთებს მიიღებს. გაყინული არაფერია, არ ვამბობთ, რომ გინდა თუ არა, ესა და ეს კალათბურთელი ითამაშებს და გარანტირებულ წუთებს მიიღებს. ყველა, ვისაც შეეძლება ჩვენი დახმარება, პარკეტზე შევა და ითამაშებს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ გოგა არის ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც აქვს პოტენციალი და მას ექნება შანსი, რომ ითამაშოს და დაგვეხმაროს.

არა მგონია, რომ დღეს გოგა ნერვიულობდა. უბრალოდ, ცოტათი გაკვირვებული იყო იმ ბიჭებით, ვის წინააღმდეგაც თამაშობდა. ყველაფერთან ერთად, მას ხომ თაუნსის წინააღმდეგ მოუწია დგომა. თუმცა, მისი დებიუტი ისეთი იყო, როგორსაც ველოდი: ცდილობდა გაერკვია, რა და როგორ ხდებოდა. ამასთანავე, უნდა ვთქვათ, რომ მას ძალიან კარგი სამიანი აქვს და დღეს 2-ჯერ ზუსტად ისროლა. ჩვენ გვინდა, რომ მან ყოველთვის გააკეთოს ეს, როცა ამის საშუალება მიეცემა", - განაცხადა ნეით მაკმილანმა. 

altგოგა ბითაძეს NBA-ში შესანიშნავი დებიუტი ჰქონდა

 

altცეკვავს და მღერის Mario - გოგა ბითაძემ "ინდიანას" FanJam-ში მიიღო მონაწილეობა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 3 /
თაუნსი არ ვიცი, მაგრამ ამერიკა მეოთხედფინალს ვერ გაცდა და იუკოვიჩი ნახევარფინალიდან გამოაბუნძულეს.
ddgfdf
15:11 17-10-2019
2
ძალიან კარგი ბიჭია.
ყველას სიყვარულს დაიმსახურებს. ერთ-ერთი გამორჩეული გახდება დარწმუნებული ვარ :)
lasha
13:00 17-10-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული