"ბასკონიას" კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ "ოლიმპიაკოსთან" შესანიშნავი მატჩი ჩაატარა.
ევროლიგის მეოთხე ტურში "ბასკონიამ" საკუთარ მოედანზე "ოლიმპიაკოსს" 82:66 სძლია და ქართველი კალათბურთელი პარკეტზე საუკეთესო იყო.
შენგელიამ 29:45 წუთში 25 ქულა (16-დან 9 ორქულიანი, 6-დან 2 სამქულიანი, 1-დან 1 საჯარიმო), 9 მოხსნა და 3 პასი მიითვალა.
თორნიკე მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე და მარგი ქმედების 28-იანი კოეფიციენტით MVP გახდა.
უკლებლივ ყველა საკალათბურთო და ესპანური სპორტული გამოცემა შენგელიას ჩინებულ ასპარეზობას უსვამს ხაზს.
საქართველოს ნაკრების წევრმა მეტ ჯენინგმა თავის გუნდს 17:08 წუთში 2 ქულა შესძინა.
"ბასკონიას" 2 მოგება აქვს და 29 ოქტომბერს სტუმრად "ვილერბანს" შეხვდება.