ევროლიგის მე-6 ტურში თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" საკუთარ მოედანზე 93:60 გაანადგურა "ბაიერნი" და როგორც უმეტეს შემთხვევაში ხდება ხოლმე, პარკეტზე საუკეთესო მისი ქართველი კაპიტანი იყო.
შენგელიამ 25:51 წუთში 19 ქულა (8-დან 4 ორქულიანი, 2-დან 2 სამქულიანი, 5-დან 5 საჯარიმო), 3 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა და მარგი ქმედების 28-იანი კოეფიციენტით მატჩის MVP გახდა.
ამ სეზონში საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა მეტ ჯენინგმა: 19:48 წუთში 16 ქულა (3-დან 2 ორქულიანი, 6-დან 3 სამქულინი, 3-დან 3 საჯარიმო), 1 მოხსნა და 1 პასი.
"ბასკონიას" 3 მოგება აქვს და 7 ნოემბერს სტუმრად "მილანს" დაუპირისპირდება.
თორნიკე შენგელია ევროპაში ყველაზე მეტ წუთს თამაშობს
თორნიკე შენგელია ევროლიგაში "ლიონთან" გამართულ მატჩში საუკეთესო იყო [VIDEO]
შერმადინი-შენგელია 16:20 - ტენერიფე-ბასკონია 78:79 [VIDEO]
ევროლიგის პირადსარეკორდო 25 ქულამ შენგელიას ტურის MVP-ის ტიტული მოუტანა [VIDEO]
თორნიკე შენგელია "ოლიმპიაკოსმა" ვერ შეაჩერა - 25 ქულა, 9 მოსხნა და 3 პასი [VIDEO]
თორნიკე შენგელიას 18 ქულა, 9 მოხსნა და გამარჯვება "რეალ ბეტისთან" [VIDEO]