გოგა ბითაძე: მწვრთნელმა თავიდანვე მითხრა, რომ სეზონი გრძელია და...

AutoSharing Option
"ინდიანა პეისერსის" ქართველმა ცენტრმა გოგა ბითაძემ "კლივლენდთან" (102:95) მატჩის შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთა.

"მწვრთნელმა თავიდანვე მითხრა, რომ სეზონი გრძელია და ნებისმიერ დროს მზად უნდა ვიყო თამაშისთვის. ყოველთვის, როდესაც გუნდს ჩემი დახმარება სჭირდება, მზად ვარ მოედანზე გასასვლელად. ჩემი ფიქრიც სწორედ ისაა, რომ დავეხმარო გუნდს გამარჯების მოპოვებაში", - თქვა ბითაძემ.

შეგახსენებთ, რომ ბითაძეს "კლივლენდთან" შეხვედრაში ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
ერთში ვერ დაგეთანხმები, რომ ყურადღებას არ აქცევენ. რო დაგაკლდება თითო ოროლა ქულა ან მოხსნა მაგას არ აქცევენ ყურადღებას არაა ორმაგი დუბლი და იმიტომ, ჩვენ ვამჩნევთ მარტო ქართველები როცა ჩვენიანს დააკლდება:) მაგრამ რომ დაედო ორმაგი დუბლი, ყურადღებას ჯერ იმიტომ მიიქცევდა რომ ახალწვეულია, და თან პირველი ორმაგი იქნებოდა. ისე კი რომ დადოს სეზონში 20 ორმაგი დუბლი სულ 10-10 ები, რამდენი ორმაგი დადო იმას დაუთვლიან და იტყვიან აი ოცი ორმაგი გააკეთაო! იმას კი არ იტყვიან ეგ რა ორმაგი დუბლიაო. დალშე 20 ქულას გააკეთებს თუ 20 მოხსნას მაგის სტატისტიკას ისედაც ნახავენ რამდენი ექნება საშუალო სეზონის ბოლოს. მაგ ორმაგების დროს რამდენი ქონდა საშუალო ქულა და მოხსნა ეგ სხვა საკითხია საერთოდ. დადოს ბევრი ორმაგი და როგორ დაუთვლიან და აღნიშნავენ ნახავ.
ormagi dublia
18:35 02-11-2019
0
აზრზე არა ხართ კალათბურთის რა. აიკვიატეთ ეს ორმაგი დუბლი. ორმაგი დუბლია 20 და 10. მასეთ ორმაგს აშშ-ში არავინ ყურადღებას არ აქცევს, მით უმეტეს როცა მოედანზე 25 წუთს ატარებ. მაგ ორმაგზე მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში 4 ბლოკია. საუკეთესო ბლოკერები აკეთებენ ნბა-ში მაგას და კარგადაც ფასობს. წინა თამაშზე წერდით კიდევ, რომ ცუდი შეხვედრა გამოუვიდაო, როცა სულ 8 წუთი გაატარა მოედანზე და 1 ბურთი ესროლა. მესმის 6-7 სროლიდან ყველა აეცილებინა. 1 სროლა, 8 წუთი და რა უნდა ექნა, რომ 'ცუდი შეხვედრა' არ გამოსვლოდა?? ბიჭს ბლოკი, ასისტი და მოხსნა ჰქონდა - უკვე ნორმალურია 8 წუთისთვის და ფაქტიურად დებიუტისთვის, თან უკვე წაგებულ თამაშში.
odala
16:24 02-11-2019
6

სიახლეები პოპულარული