გოგა ბითაძე: NBA-ს მატჩში საწყის ხუთეულში ყოფნა სასიამოვნოა, თუმცა დაცვასა და შეტევაშიც უკეთესი უნდა ვიყო

AutoSharing Option
NBA-ს რეგულარული სეზონის მატჩის შემდეგ, რომელშიც "ინდიანა პეისერსმა" "კლივლენდ კავალიერსი" დაამარცხა, ტელეარხმა FOX-მა გასახდელში გოგა ბითაძე ჩაწერა.

"მწვრთნელმა უკვე მითხრა, რომ ნებისმიერ დროს მზად უნდა ვიყო სათამაშოდ. მან საწყის ხუთეულში დამასახელა და მეც გავედი, ვითამაშე და ვეცადე, მოგვეგო. ძალიან კარგი გრძნობაა NBA-ს შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში ყოფნა.

ჩემი გამოცდილი თანაგუნდელები ძალიან მეხმარებიან. მთელი გუნდი მეხმარება, მეუბნებიან, სად უნდა ვიყო, რა უნდა გავაკეთო და ეს ყველაფერი თამაშის ხარისხის გაუმჯობესებაში ძალიან მეხმარება.

მე დაცვასა და შეტევაშიც უკეთესი უნდა ვიყო, თავისუფლად უნდა ვთამაშობდე. განსაკუთრებით,
დაცვაში უნდა მოვუმატო, თუმცა ვფიქრობ, რომ უკეთესი ვხდები.

სეზონი ძალიან კარგად არ დაწყებულა გუნდისთვის, არც პირადად ჩემთვის. თუმცა, ახლა თავს საკმაოდ კარგად ვგრძნობ. თანაგუნდელებიც ასე არიან. როცა კლუბს დავჭირდებით, გავალთ და მოსაგებად ვითამაშებთ. ვთვლი, რომ ზედიზედ 3 მოგება ჩვენზე დადებითად აისახება", - თქვა გოგამ მატჩის შემდეგ.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული