გოგა ბითაძის სასტარტო ხუთეული, 6 ქულა, 11 მოხსნა და 4 ბლოკი - "ინდიანა" ოვერტაიმში დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
6 ნოემბერს, NBA-ს რეგულარული სეზონის მე-7 ტურში გოგა ბითაძის "ინდიანა პეისერსი" სტუმრად "შარლოტ ჰორნეტსთან" 120:122 დამარცხდა.

მესამე მეოთხედის შემდეგ სტუმრები 92:78-ს იგებდნენ, მაგრამ მეოთხე მეოთხედში მასპინძლებმა ანგარიშიც გაათანაბრეს და 6 ქულითაც დაწინაურდნენ. ძირითადი დრო 113:113 დასრულდა, ოვერტაიმში კი მასპინძლებმა იმარჯვეს. არადა, "პეისიერსი" 19 ქულითაც კი იგებდა.

ბითაძემ მატჩი სასტარტოში დაიწყო და 31:48 წუთი ითამაშა. მან 6 ქულა ჩააგდო (7-დან 3 ორქულიანი, 2-დან 0 სამქულიანი), 11-ჯერ მოხსნა ბურთი, 4 პასი გააკეთა, 4 ბლოკი მიითვალა და 3-ჯერ დაკარგა ბურთი. სამწუხაროდ, გოგამ ისევ 6 პერსონალური
მიიღო, ოღონდ, "ჩიკაგო ბულზთან" შეხვედრისგან განსხვავებით, უფრო გვიან დატოვა პარკეტი.

გოგა ბლოკებში საუკეთესო იყო, მოხსნებში კი მხოლოდ შარლოტელი კოდი მარტინი გაუტოლდა.

აღსანიშნავია, რომ გოგა "ინდიანას" შეტევებში ცენტრალური როლი ჰქონდა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. მისი "პიკ ენ როლის" დროს მუდმივად ბროგდონი გადიოდა შესატევ პოზიციაზე, ან ისროდა, ან პერიმეტრზე გაჰქონდა. თუმცა, სამწუხარო ის გახლავთ, რომ გოგა ისევ ბევრ ჯარიმას იღებს.

პირველი ტაიმის ბოლო 5 წუთში, აშკარად ჩანდა, რომ "ინდიანას" მწვრთნელმა გოგა სწორედ იმიტომ დასვა სკამზე, რომ მეტჯერ აღარ დაჯარიმებულიყო. იმ დროისთვის ანგარიში 52:36 იყო, ტაიმის ბოლოს სხვაობა 7 ქულამდე შემცირდა - 64:57. ეს მცირე დეტალიც აჩვენებს იმას, გოგას შეუძლია ძალიან სასარგებლო იყოს გუნდისთვის, თუ უფრო ყურადღებით ითამაშებს და ზედმეტ ჯარიმებს არ "აიკიდებს".

ყველაზე მოულოდნელი ის გახლავთ, რომ საწყის შეხვედრებში გოგა დაცვაში უფრო კარგად თამაშობს, ვიდრე შეტევაში. არა და, ყველა პირიქით ელოდა. შესაძლოა, ეს მწვრთნელის დავალებაც იყოს, რომ დაცვაზე უფრო დიდი ყურადღება გაამახვილოს, თუმცა მისთვის 32 წუთში 6 ქულა ძალიან ცოტაა.

ყველაზე მეტი, 35 ქულა შარლოტელმა დევონტ გრემმა ჩააგდო, ინდიანელთაგან კი ჯეი უორენი (33) და მალკოლმ ბროგდონი (31) გამოირჩნენ.

"ინდიანა" 3 მოგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეცხრე ადგილზეა და 8 ნოემბერს "ვაშინგტონს" უმასპინძლებს.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

კლივლენდი-ბოსტონი 113:119
ატლანტა-სან ანტონიო 108:100
ჩიკაგო-ლეიკერსი 112:118
ოკლაჰომა-ორლანდო 102:94
დენვერი-მაიამი 109:89

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 6 /
ძალიან სოლიდურად და პროფესიონალურად გამოიყურება უკვე მესამე თამაშია.. რაც მთავარია მომატების პერსპექტივა იგრძნობა განუსაზღვრელად დიდი.. აი ჯარიმები კიდე არაფერია, როგორც ჩვენ დავინახეთ რო ტყვილა დაუსტვინეს ისე დაინახა მწვრთნელმაც.. ოღონდ ცოტა აკურატულობა მაინც მართებს და ხანდახან უნდა გაატაროს კიდეც კაცი რადგან სტატისტიკას ძალიან აქცევენ ყურადღებას... წარმატებები..
რიგითი
06 ნოემბერი 2019 14:13
0
კაი რა, როგორც ახალბედას ისე უყურებენ და ძალიან სადავო ჯარიმებს აძლევენ, მიდი გოგა, მაგარი უნდა გახდე, ძალიან მაგარი!!!
ბ.მ.ბ.
06 ნოემბერი 2019 12:18
1
გოგას უკვე 13 ბლოკშოტი დაუგროვდა და საშუალოდ 2.6 თამაშში, მე-3 ადგილზეა ნბა-ში.
ძალიან ცუდი მსაჯობა იყო, შარლოტმა 42 ჯარიმა ისროლა, ინდიანამ 7. გოგასაც სადავო სიტუაციებში აკიდეს პერსონალურები.
გულშემატკივარი
06 ნოემბერი 2019 11:12
1
ვულოცავ გოგას, ყველას გილოცავთ ვისაც ქართველის და საქართველოს წარმატება გიხარიათ. ძალიან სწრაფად გაიარა ადაპტაცია, რაც მის ნიჭიერებაზე მეტყველებს. 32 წუთი სათამაშო დრო ეს ძალიან სოლიდურია ე.ი. ფიზიკური მომზადება მაღალ დონეზეა. ბოლო 2 ჯარიმა საერთოდ ჯარიმასთან მიმსგავსებულიც არ იყო. მეტი რომ არ ვთქვა, გასაკვირია მსაჯების ასეთი შეცდომა ისიც თამაშის მიწურულს, სულ კულმინაციურ მომენტში! ეტყობა კიდევ მაგრად მოუმატებს! მთავარია იმ დაშავებული კაცის მწყობრში შესვლის შემდეგ კიდევ მიეცეს სათამაშო დრო, 20 წუთი მაინც! წარმატებები გოგა!
aburjga
06 ნოემბერი 2019 11:01
0
მსაჯმა 2 ჯარიმა იმენნა ტყუილად აკიდა გოგას ძირითადი დროის ბოლო წუთზე!!!
ვინც თამაშს უყურა იქნებ ამიხსნას რატომ დააჯარიმეს ბითაძე ერთხელ დაცვის და მეორედ შეტევის დროს?!
ზოგადად ძალიან სოლიდურად გამოიყურება ჩვენიანი უკვე მესამე თამაშია.
თუ ასე გააგრძელებს მერე გვექნება თებერვალში ##nbavotebitadze
დიდგორელი!
06 ნოემბერი 2019 09:51
1
წაუგრინებს
912
06 ნოემბერი 2019 09:32
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული