6 ნოემბერს, NBA-ს რეგულარული სეზონის მე-7 ტურში გოგა ბითაძის "ინდიანა პეისერსი" სტუმრად "შარლოტ ჰორნეტსთან" 120:122 დამარცხდა.
მესამე მეოთხედის შემდეგ სტუმრები 92:78-ს იგებდნენ, მაგრამ მეოთხე მეოთხედში მასპინძლებმა ანგარიშიც გაათანაბრეს და 6 ქულითაც დაწინაურდნენ. ძირითადი დრო 113:113 დასრულდა, ოვერტაიმში კი მასპინძლებმა იმარჯვეს. არადა, "პეისიერსი" 19 ქულითაც კი იგებდა.
ბითაძემ მატჩი სასტარტოში დაიწყო და 31:48 წუთი ითამაშა. მან 6 ქულა ჩააგდო (7-დან 3 ორქულიანი, 2-დან 0 სამქულიანი), 11-ჯერ მოხსნა ბურთი, 4 პასი გააკეთა, 4 ბლოკი მიითვალა და 3-ჯერ დაკარგა ბურთი. სამწუხაროდ, გოგამ ისევ 6 პერსონალური მიიღო, ოღონდ, "ჩიკაგო ბულზთან" შეხვედრისგან განსხვავებით, უფრო გვიან დატოვა პარკეტი.
გოგა ბლოკებში საუკეთესო იყო, მოხსნებში კი მხოლოდ შარლოტელი კოდი მარტინი გაუტოლდა.
აღსანიშნავია, რომ გოგა "ინდიანას" შეტევებში ცენტრალური როლი ჰქონდა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. მისი "პიკ ენ როლის" დროს მუდმივად ბროგდონი გადიოდა შესატევ პოზიციაზე, ან ისროდა, ან პერიმეტრზე გაჰქონდა. თუმცა, სამწუხარო ის გახლავთ, რომ გოგა ისევ ბევრ ჯარიმას იღებს.
პირველი ტაიმის ბოლო 5 წუთში, აშკარად ჩანდა, რომ "ინდიანას" მწვრთნელმა გოგა სწორედ იმიტომ დასვა სკამზე, რომ მეტჯერ აღარ დაჯარიმებულიყო. იმ დროისთვის ანგარიში 52:36 იყო, ტაიმის ბოლოს სხვაობა 7 ქულამდე შემცირდა - 64:57. ეს მცირე დეტალიც აჩვენებს იმას, გოგას შეუძლია ძალიან სასარგებლო იყოს გუნდისთვის, თუ უფრო ყურადღებით ითამაშებს და ზედმეტ ჯარიმებს არ "აიკიდებს".
ყველაზე მოულოდნელი ის გახლავთ, რომ საწყის შეხვედრებში გოგა დაცვაში უფრო კარგად თამაშობს, ვიდრე შეტევაში. არა და, ყველა პირიქით ელოდა. შესაძლოა, ეს მწვრთნელის დავალებაც იყოს, რომ დაცვაზე უფრო დიდი ყურადღება გაამახვილოს, თუმცა მისთვის 32 წუთში 6 ქულა ძალიან ცოტაა.
ყველაზე მეტი, 35 ქულა შარლოტელმა დევონტ გრემმა ჩააგდო, ინდიანელთაგან კი ჯეი უორენი (33) და მალკოლმ ბროგდონი (31) გამოირჩნენ.
"ინდიანა" 3 მოგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეცხრე ადგილზეა და 8 ნოემბერს "ვაშინგტონს" უმასპინძლებს.
დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:
კლივლენდი-ბოსტონი 113:119
ატლანტა-სან ანტონიო 108:100
ჩიკაგო-ლეიკერსი 112:118
ოკლაჰომა-ორლანდო 102:94
დენვერი-მაიამი 109:89
ძალიან ცუდი მსაჯობა იყო, შარლოტმა 42 ჯარიმა ისროლა, ინდიანამ 7. გოგასაც სადავო სიტუაციებში აკიდეს პერსონალურები.
ვინც თამაშს უყურა იქნებ ამიხსნას რატომ დააჯარიმეს ბითაძე ერთხელ დაცვის და მეორედ შეტევის დროს?!
ზოგადად ძალიან სოლიდურად გამოიყურება ჩვენიანი უკვე მესამე თამაშია.
თუ ასე გააგრძელებს მერე გვექნება თებერვალში ##nbavotebitadze