ბასკონიელთა ქართველი კაპიტანი სასტარტო ხუთეულში იყო. შენგელიამ 30:18 წუთში 17 ქულა (საუკეთესო მაჩვენებელი მატჩში) ჩააგდო. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 25 იყო, რაც თამაშში საუკეთესო შედეგია ვილერბანელ ტონი ჯეკირისთან ერთად. თოკომ 17 ქულას 7 მოხსნა, 2 პასი და 1 ბლოკი დაუმატა.
2 მოგებითა და 3 მარცხით "ბასკონია" "პანათინაიკოსთან" XI-XII ადგილებს იყოფს. მე-6 ტურის მატჩს შენგელიას გუნდი 2 ნოემბერს, შინ, გერმანულ "ბაიერნთან" გამართავს.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით