ტვინის შერყევის გამო გოგა ბითაძე "დეტროიტთან" ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
"ინდიანა პეისერსის" ქართველმა ცენტრმა გოგა ბითაძემ "ვაშინგტონ უიზარდსთან" მატჩში (121:106) ტვინის შერყევა მიიღო.

ბითაძეს მეტოქის იდაყვი თავში მოხვდა, ტვინის მსუბუქი შერყევა მიიღო და ჯერ უცნობია, რამდენი ხანი გაუცდება. თუმცა, ცხადია, ის "დეტროიტ პისტონსთან" შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს, რომელიც 9 ნოემბერს, თბილისის დროით 04:00 საათზე დაიწყება.

გოგამ NBA-ში 6 მატჩი ჩაატარა, საშუალოდ 18 წუთს თამაშობს და 6.7 ქულას, 5 მოხსნას, 1.5 შედეგიან გადაცემასა და 2.2 ბლოკს აგროვებს.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 3 /
დაგეწყო უკვე გოგა ხო? მაინცდამაინც ქართველებს როგორ გვემართება ასეთები :D
თემო
16:49 08-11-2019
17
ძალიან სამწუხაროა.გოგას ახლა ჰქონდა თავისი თავის ჩვენების და დამკვიდრების შანსი,ძირითადი ცენტრის გამოჯანმრთელების შემდეგ კი, მისი დრო ძალიან შეიზღუდება.თუმცა რაც ამ თამაშებში შეიძლებოდა,თითქმის მაქსიმალურად გამოიყენა და გუნდს მისი იმედი,ყოველთვის ექნება.სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ გოგას და გუნდის წარმატებულ თამაშს.
სოსო
12:05 08-11-2019
0

სიახლეები პოპულარული