"ინდიანა პეისერსის" ქართველმა ცენტრმა გოგა ბითაძემ "ვაშინგტონ უიზარდსთან" მატჩში (121:106) ტვინის შერყევა მიიღო.
ბითაძეს მეტოქის იდაყვი თავში მოხვდა, ტვინის მსუბუქი შერყევა მიიღო და ჯერ უცნობია, რამდენი ხანი გაუცდება. თუმცა, ცხადია, ის "დეტროიტ პისტონსთან" შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს, რომელიც 9 ნოემბერს, თბილისის დროით 04:00 საათზე დაიწყება.
გოგამ NBA-ში 6 მატჩი ჩაატარა, საშუალოდ 18 წუთს თამაშობს და 6.7 ქულას, 5 მოხსნას, 1.5 შედეგიან გადაცემასა და 2.2 ბლოკს აგროვებს.