მაზიაშვილის დებიუტი ამერიკის სტუდენტურ ლიგაში და ბეჟანიშვილის 11 ქულა

AutoSharing Option
ამერიკის სტუდენტურ ლიგაში მორიგი მატჩი მოიგო გიორგი ბეჟანიშვილის "ილინოისმა". ქართველი ფორვარდის გუნდმა "ნიკოლს კოლონელს" უმასპინძლა და დაძაბულ, ოვერტაიმიან ბრძოლაში 78:70 დაამარცხა. ბეჟანიშვილი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 34 წუთი დაჰყო. ქართველმა ლეგიონერმა 7-დან 2 ორქულიანი, 2-დან 2 სამიანი და 3-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. საბოლოოდ, ბეჟანიშვილის მონაგარმა 11 ქულა და 4 მოხსნა შეადგინა.

ილინოისელებს 2 მოგების წილ 1 მარცხი აქვთ და შემდეგ მატჩს 19 ნოემბერს, ისევ შინ, ჰავაის უნივერსიტეტთან გამართავენ. 3 მატჩიდან 1 გამარჯვება აქვს "მასაჩუსეტს ლოუელის", რომელშიც ლუკა მაზიაშვილი ირიცხება.
ლუკას დებიუტი 9 ნოემბერს, "ლონგ აილენდ შარქსთან" 87:74 მოგებულ შეხვედრაში შედგა, რომელშიც მან 9 წუთი ითამაშა.

25 წუთით გამოჩნდა მოედანზე მაზიაშვილი სტუდენტური ლიგის ერთ-ერთ მძლავრ გუნდთან შეხვედრაში - მასაჩუსეტსელები 10 ნოემბერს "ოჰაიო სტეიტს" შეხვდნენ, 56:76 წააგეს და მაზიაშვილმა 25 წუთში 2 ქულა, 2 პასი, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა.

13 ნოემბერს მაზიაშვილის გუნდი თანაშტატელ ბოსტონის უნივერსიტეტის გუნდს, "ბეიკონსს" შეხვდება.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული