13 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში გიორგი შერმადინის "იბეროსტარმა" ტენერიფეში "გაზიანთეპს" 69:67 მოუგო.
მესამე მეოთხედის წინ მასპინძლები 7 ქულით იყვნენ წინ. ბოლო პერიოდში სტუმრებმა ანგარიში შეამცირეს, მაგრამ მაინც დამარცხდნენ.
შერმადინმა 23:08 წუთში 13 ქულა (8-დან 4 ორქულიანი, 6-დან 5 საჯარიმო), 6 მოხსნა და 1 პასი მიითვალა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 14 იყო.
გიორგის თანაგუნდელი მარსელინიო უერტასი მატჩის ბომბარდირი (20) და MVP (25) გახდა.
"იბეროსტარი" 5 მოგებით C ჯგუფის ლიდერია და 19 ნოემბერს ლატვიაში "რიგას" დაუპირისპირდება.