შენგელია ბრწყინავს - თორნიკეს სარეკორდო 31 ქულის მიუხედავად, "ბასკონია" მაინც მარცხდება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ვერაფერს იტყვი, მართლაც ჩინებულ ფორმაშია "ბასკონიას" კაპიტანი თორნიკე შენგელია, თამაშიდან თამაშამდე უმატებს და შეუჩერებელია.

14 ნოემბერს, ევროლიგის მე-8 ტურში მან "მაკაბისთან" შეხვედრაში 36:09 წუთში 31 ქულა (9-დან 5 ორქულიანი, 9-დან 6 სამიანი, 3-დან 3 საჯარიმო), 8 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. აღსანიშნავია, რომ ეს სარეკორდო მაჩვენებელია ქულებში, რაც შენგელიამ ევროპულ საკლუბო კალათბურთში ჩააგდო.

თორნიკე მატჩის ბომბარდირი და მარგი ქმედების 32-იანი კოეფიციენტით MVP გახდა.

თუმცა, თანგუნდელებმა მხარი ვერ აუბეს და საკუთარ მოედანზე 83:113 დამარცხდნენ. საქართველოს ნაკრების წევრი მეტ ჯენინგი ბასკურ
გუნდს 21:03 წუთში ოდენ 2 ქულით შეეწია.

"ბასკონია" 3 მოგებით მე-12 ადგილზეა და 20 ნოემბერს ცსკა-ს უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ბრავო თოკო, რა მაგარი % დადო. მაგარ ფორმაშია. წარმატება თოკოს.
G.LA
15 ნოემბერი 2019 12:44
0
ჩვენი კალათბურთელების თამაშს რომ ვაკვირდები, თავისუფლად შეუძლიათ თამაში შენგელიას 3-ზე, ბითაძეს 4-ზე და შერმადინს 5-ზე. ასე ევროპაში უძლიერესი წინა ხაზი გვეყოლება.
შაკო
15 ნოემბერი 2019 11:19
0
თოკოს გუნდი ვერ მიყვება, რაც ძალიან სამწუხაროა. ბასკონიას ძველი შემადგენლობა რომ შეენარჩუნებინა, ჩემპიონობისთვის იბრძოლებდა, მაგრამ გუნდს რესურსი არ აქვს. ცენტრები ვოიტმანი, პუარიე წავიდნენ და იუსუფა ფოლი და ერიკი მოიყვანეს, რომლებიც ორი თავით ჩამორჩებიან წასულებს. გრეინჯერსაც ტრავმა აქვს, დარუნ ჰილიარდი ცსკა-ში გაუშვეს, მოკლედ გუნდი ძალიან დასუსტდა
გულშემატკივარი
15 ნოემბერი 2019 10:29
0
ჰო, კიდევ მარსელინიო უერტასი გამოგრჩა
qomagi
15 ნოემბერი 2019 11:47
0
სასწაულ ფორმაშია თოკო, ბევრად ძლიერ გუნდში თამაშს იმსახურებს თუნდაც რეალში.
Ddd
15 ნოემბერი 2019 08:36
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული