NBA. რეგულარული: გოგა ბითაძის ჩატენვა და "ინდიანას" ნანატრი გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
19 ნოემბერს გოგა ბითაძის "ინდიანა პეისერსმა" ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ, როგორც იქნა, გაიმარჯვა.

"პეისერსმა" სტუმრად "ბრუკლინ ნეთსი" ანგარიშით 115:86 დაამარცხა. ქართველმა ცენტრმა მაილს ტერნერის დაბრუნების შემდეგ სათადარიგოზე გადაინაცვლა და "ნეთსთან" 16:05 წუთი ითამაშა.

ამ ხნის განმავლობაში ბითაძემ 4 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი, 2 ბლოკი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. გოგამ 2-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, ერთი სამქულიანი და ერთი საჯარიმო ააცილა. გოგას პლუს-მინუს მაჩვენებელი 22 ჰქონდა, რაც საუკეთესო იყო მისი თანაგუნდელის, დაგ მაკდერმოტის შემდეგ, რომელსაც 35 ჰქონდა.

შეხვედრაში ყველაზე მეტი, 28
ქულა სპენსერ დინვიდმა ჩააგდო.

"ინდიანადან" აარონ ჰოლიდეიმ გამოიჩინა თავი, რომელმაც 24 ქულა, 13 პასი და 6 მოხსნა მოაგროვა. ასევე ორმაგი დუბლი გაიფორმა დომანტას საბონისმა - მის ანგარიშზე 16 და 18 მოხსნაა. მაილს ტერნერმა 29 წუთში 9 ქულა ჩააგდო.

ამ მატჩის შემდეგ "ინდიანას" 8 მოგება და 6 წაგება აქვს. "პეისერსი" აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზეა.

ბითაძის გუნდი მომდევნო მატჩს 24 ნოემბერს, ჩვენი დროით 04:00 საათზე, შინ "ორლანდოსთან" გამართავს.

დღის სსვა მატჩები ასე დასრულდა:

ნიქსი-კლივლენდი 123:105
ტორონტო-შარლოტი 132:96
ჩიკაგო-მილუოკი 101:115
ჰიუსტონი-პორტლენდი 132:108
დალასი-სან ანტონიო 117:110
ფინიქსი-ბოსტონი 85:99
იუტა-მინესოტა 102:112
კლიპერსი-ოკლაჰომა 90:88
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული