20 ნოემბერს, ევროლიგის მე-9 ტურში, თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" საკუთარ მოედანზე ერთ-ერთი ლიდერი, მოსკოვის ცსკა 80:70 დაამარცხა.
მატჩმა ვიტორიაში დიდი ინტერესი გამოიწვია, 10 439 მაყურებელი დაესწრო და მეტად დაძაბულად წარიმართა. ვერც ერთმა გუნდმა ვერ მოახერხა გაქცევა. გადამწყვეტი პერიოდის წინ მასპინძლები 2 ქულით იყვნენ წინ და საბოლოოდ 10 ქულით იმარჯვეს.
შენგელია კვლავ ჩინებული გახლდათ: 32:10 წუთში 22 ქულა (8-დან 5 ორქულიანი, 5-დან 2 სამიანი, 7-დან 6 საჯარიმო), 6 მოხსნა და 1 პასი მიითვალა.
თორნიკე მატჩის ბომბარდირი და მარგი ქმედების 23-იანი კოეფიციენტით MVP გახდა.
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა მეტ ჯენინგმა 18:42 წუთში 7 ქულა ჩააგდო.
სტუმართა გუნდში 17-17 ქულით გამორჩეულები გამთამაშებლები - ამერიკელი მაიკ ჯეიმსი და ლატვიელი იანის სტრელნიეკსი იყვნენ.
"ბასკონია" 4 მოგებით მე-10 ადგილზეა და 22 ნოემბერს აუტსაიდერ "ზენიტს" უმასპინძლებს.
შენგელიას შესანიშნავმა თამაშმა "ბასკონია" მარცხისაგან ვერ იხსნა [VIDEO]
შენგელია ბრწყინავს - თორნიკეს სარეკორდო 31 ქულის მიუხედავად, "ბასკონია" მაინც მარცხდება [VIDEO]
თორნიკე შენგელია ევროლიგის 10-წლეულის საუკეთესო კალათბურთელთა ნომინანტებს შორის დაასახელეს!
Marca: თორნიკე შენგელიას სპექტაკლი - ის ლიგა ენდესას ტურის MVP გახდა [VIDEO]