შენგელიას შესანიშნავმა თამაშმა "ბასკონია" მარცხისაგან ვერ იხსნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
17 ნოემბერს, ლიგა ენდესას მე-9 ტურში თორნიკე შენგელიას "ბასკონია" სახლში 80:92 დამარცხდა "ფუენლაბრადასთან".

შენგელიამ 35:19 წუთში 26 ქულა (16-დან 8 ორქულიანი, 5-დან 1 სამიანი, 11-დან 7 საჯარიმო), 8 მოხსნა და 2 პასი მიითვალა.

თორნიკე მატჩის ბომბარდირი გახდა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 21 იყო.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა მეტ ჯენინგმა 25:51 წუთში "ბასკონიას" 6 ქულა შესძინა.

"ბასკონია" 4 მოგებით მე-11 ადგილზეა და 24 ნოემბერს "ვალენსიას" უმასპინძლებს.

altშენგელია ბრწყინავს - თორნიკეს სარეკორდო 31 ქულის მიუხედავად, "ბასკონია" მაინც მარცხდება [VIDEO]

altთორნიკე შენგელია ევროლიგის

10-წლეულის საუკეთესო კალათბურთელთა ნომინანტებს შორის დაასახელეს!

altMarca: თორნიკე შენგელიას სპექტაკლი - ის ლიგა ენდესას ტურის MVP გახდა [VIDEO]

altთორნიკე შენგელიას 29 ქულა და საკუთარი ნახევრიდან ჩაგდებული ბურთი [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 5 /
16-დან 8 ორქულიანი 50%-ია, რაც ცუდი მაჩვენებელი არ არის. ჩვენ ის უნდა გავითვალისწინოთ, რომ შენგელიას ხშირად იმ სიტუაციებიდან უწევს სროლა, როცა გუნდმა კომბინაცია ვერ ააწყო, გამოუვალ მდგომარეობაში არიან, მიაწოდებენ შენგელიას ბურთს და 24 წამის ამოწურვამდე რამდენიმე წამია დარჩენილი.
წაგებებს, რომელიც ბასკონიას შემადგენლობის დასუსტებითაა გამოწვეული, შენგელიას ნუ დააბრალებთ. გუნდელები მხარს ვერ უბამენ, თავად თორნიკე სარგებლიანობის მაჩვენებლით ევროლიგაში ნომერ პირველია, ქულებით სამეულშია და მოხსნებში საუკეთესო 5-ეულშია, ამით ყველაფერი ნათქვამია
გულშემატკივარი
13:33 18-11-2019
0
კაი სამიანებზე არ ვამბობ მარა 16 ორქულიანიდან ნახევარის გაფუჭება ნამდვილად ვერაა კაი შედეგი - ეგ კია 16 ქულა
მიროსან
13:00 18-11-2019
3

სიახლეები პოპულარული