თანაგუნდელები გოგა ბითაძეს გაეხუმრნენ და მანქანა... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
როგორც ყველა სპორტსა და გუნდში, დებიუტანტს ყოველთვის უწევს თავისი "ვალის მოხდა" და გოგა ბითაძისათვის ასეთი პოლისტიროლის საიზოლაციო მასალით სავსე მანქანა აღმოჩნდა.

ხუთშაბათს გოგა თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშიდან მოდიოდა და კლუბის ავტოსადგომზე მიაბიჯებდა, როცა ერთ-ერთმა თანაგუნდელმა მალკომ ბროგდონმა თქვა, რომ გოგა არ ასრულებდა დებიუტანტის მოვალეობებს. სხვებიც დაეთანხმნენ, რომ გოგა მართლაც არაფერს აკეთებდა და ეს სირცხვილი იყო.

ამ ყველაფერს გუნდის კაპიტანი და ცენტრი მაილს ტერნერი იღებდა, რომელმაც გამოაქვეყნა კიდეც აღნიშნული კადრები. მანქანასთან მიახლოებულმა გოგამ დაინახა, რომ მისი ავტომობილი პოლისტიროლის საიზოლაციო მასალით იყო სავსე.
მართალია, თავიდან ბურბუშელა ეგონა, თუმცა...

ბითაძემ ყველაფერი ისე მიიღო, როგორც დებიუტანტს შეეფერებოდა - ღიმილით.



მკითხველის კომენტარები / 4 /
ბიჯო გოგა, ამხელა კაცი მაგ მანქანაში როგორ ეტევი?!....
buba
14:18 22-11-2019
0
ალბათ მერე მოკიდეს მანქანას ხელი და დაფერთხეს ))))))
ტოტტი
13:47 22-11-2019
1

სიახლეები პოპულარული