გოგა ბითაძის ჩატენვა და ბლოკი, "ინდიანამ" ზედიზედ მესამედ მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
26 ნოემბერს გოგა ბითაძის "ინდიანა პეისერსმა" "მემფის გრიზლის" უმასპინძლა და 126:114 დაამარცხა.

ბითაძემ შეხვედრაში მონაწილეობა სათადარიგოთა სკამიდან მიიღო და საბოლოო ჯამში პარკეტზე 7:24 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ქართველმა ცენტრმა 4 ქულა, 1 მოხსნა და 1 ბლოკი მოაგროვა. გოგამ 3-დან 1 ორქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.


შეხვედრაში ყველაზე მეტი, 28 ქულა მემფისელმა ჯერენ ჯექსონმა ჩააგდო, ჯა მორანტმა კი 19 ქულა მიითვალა და 10 პასი მოაგროვა. ლიეტუველმა იონას ვალანჩუნასმა 14 ქულას 11 მოხსნა მიამატა.

"ინდიანადან" ყველაზე მეტი, 26 ქულა თი ჯეი უორენმა ჩააგდო. დომანტას საბონისმა 13 ქულა და 13 მოხსნა მოაგროვა, მაილს ტერნერმა კი 30 წუთში 7 ქულა ჩააგდო.

ამ მატჩის შემდეგ "ინდიანას" 10 მოგება და 6 წაგება დაუგროვდა. "პეისერსი" ამ მაჩვენებლით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილს იკავებს. გოგა ბითაძის გუნდი მომდევნო მატჩს 28 ნოემბერს, შინ "იუტასთან", ჩვენი დროით 04:00 საათზე გამართავს.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

კლივლენდი-ბრუკლინი 106:108
დეტროიტი-ორლანდო 103:88
ატლანტა-მინესოტა 113:125
ბოსტონი-საკრამენტო 103:102
მაიამი-შარლოტი 117:100
ტორონტო-ფილადელფია 101:96
ჩიკაგო-პორტლენდი 94:117
მილუოკი-იუტა 122:118
სან ანტონიო-ლეიკერსი 104:114
გოლდენ სტეიტი-ოკლაჰომა 97:100

მკითხველის კომენტარები / 1 /
გოგა ძალიან მალე აუღებს ალღოს NBA-ს და ერთერთი საუკეთესო ცენტრი გახდება NBA-ში. საბონისი განსაკუთრებული ნიჭის პატრონი არა მყავს უბრალოდ პოზიციურად თამაშობს ზუსტად ეგ ოხერი,რამდენ მოხსნებს აკეთებს და ბურთი თითონ ეძებს მაგ მამაილას,განა ბძოლაში აკეთებს მოხსნებს.ისეთი მამის შვილია სხვანაირად არ შეიძლება. არც ჩვენი გოგაა ნაკლები მამაილა,არა ჩვენო ლომო? წარმატებები გოგას!
Jordan Beli
19:07 26-11-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული