გოგა ბითაძის მცირე სათამაშო დრო და "ინდიანას" მარცხი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 1 დეკემბერს გოგა ბითაძის "ინდიანა პეისერსი" გასვლაზე დაუპირისპირდა "ფილადელფიას" და დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა - 116:119.

ახალგაზრდა ქართველმა ცენტრმა პარკეტზე მხოლოდ 5 წუთი გაატარა და ამ დროში მხოლოდ 2 მოხსნის მოგროვება შეძლო. 

თამაშში საუკეთესო "ფილადელფიას" ცენტრი ჯოელ ემბიდი იყო. ემბიდმა 32 ჩაგდებულ ქულასთან ერთად 11-ჯერ მოხსნა ბურთი. 

"ინდიანას" შემადგენლობაში 29 წუთი გაატარა პარკეტზე მაილს ტერნერმა და მხოლოდ 3 ქულისა და 3 მოხსნის მოგროვება მოახერხა. დომანტას საბონისმა შეხვედრა ორმაგი დუბლით დაასრულა - 13 ქულა და 10 მოხსნა. საუკეთესო კი, თი ჯეი
უორენი იყო 29 ქულით, ბროგდონმა კი 28 ქულა ჩააგდო. 

ამ მარცხის შემდეგ "ინდიანას" 7 წაგების წილ 12 მოგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში ცხრილის მე-6 პოზიცია უკავია.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 4 /
ასე მგონია, რომ სპეციალურად ცოტა დროს აძლევენ, რომ ტერნერს დაანახონ, რომ ბითაძის გარეშე უჭირთ
0
აწი ბევრ თამაშს წააგებენ მასე თუ გააგრძელეს.
ddgfdf
00:13 02-12-2019
0

სიახლეები პოპულარული