გოგა ბითაძის 9 წუთი და "ინდიანას" გამარჯვება

AutoSharing Option
დღეს, 8 დეკემბრის დილით "ინდიანა პეისერსმა" "ნიურ იორკ ნიქსი" 1 ქულის სხვაობით დაამარცხა - 104:103 და ქართველმა ცენტრმა გოგა ბითაძემ შეხვედრაში პარკეტზე 9 წუთი გაატარა.

გოგა აღნიშნულ დროში ძალიან პროდუქტიულიც არ ყოფილა, მხოლოდ ერთხელ ისროლა ბურთი მეტოქის ფარისკენ და ისიც არაზუსტად. მართალია შეხვედრა უქულოდ დაასრულა, თუმცა დაცვაში 2 მოხსნა მაინც მიითვალა.

"ინდიანას" ამ გამარჯვების შემდეგ, ჯამში 15 მოგება დაუგროვდა და აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზეა. ინდიანაპოლისელები პირველ ადგილზე მყოფ "მილოუკის" 5 მოგებით ჩამორჩებიან, დანარჩენ გუნდებს კი, მხოლოდ 1-ით ან
თანაბარად აქვთ მოგებები, უბრალოდ, მათზე 2 შეხვედრით მეტი თამაში ჩაატარეს ამ დროისთვის. კონფერენციის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდში დებიუტანტისთვის ადგილის დამკვიდრება ძალიან ძნელია...

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
ყოფა უტირეს ამ კარგ ბიჭს! თუ დროზე არ მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, პირველივე შესაძლებლობისთანავე არ წამოვა გუნდიდან, მაგას ვბა ისე მოუთავებს ხელს, როგორც ბევრი სხვა ჩვენიანისთვის უქნია! 9 წუთში ცენტრი მხოლოდ ერთხელ, რომ შეუტევს კალათს ეს უჩვენებს იმას რეალურად რად თვლის და რა დავალებას აძლევს მწვრთნელი. არ დაემორჩილება და საერთოდ არ ააყენებენ სკამიდან!
aburjga
09:07 09-12-2019
1

სიახლეები პოპულარული