ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში იყო და 26:57 წუთში 18 ქულა, 3 მოხსნა და 4 პასი მოაგროვა. სანაძემ 6-დან 2 ორქულიანი, 6-დან 4 სამქულიანი (ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი) და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ.
დუდას მოედანზე ყოფნის პერიოდში მისმა გუნდმა მეტოქეზე 18 ქულით მეტი ჩააგდო, ჩვენებურის
ერთი საინტერესო დეტალიც: "ოლივეირენშემ" პირველი მეოთხედი 19:30 დათმო, მეორე და მეოთხე ათწუთეულებში კი, შესაბამისად, 21 და 22 ქულით მოიგო და ცხადია, გამარჯვება არ გასჭირვებია.
სანაძის გუნდი 8 მოგებითა და 4 წაგებით მე-4 ადგილზეა და პორტუგალიის ჩემპიონატის სახელოვან სამეულს ("სპორტინგი", "ბენფიკა", "პორტუ") ჩამორჩება, მომდევნო მატჩს კი 22 დეკემბერს, შინ, "გალიტოსთან" ჩაატარებს.
მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით