24 დეკემბერს გოგა ბითაძის "ინდიანამ" შინ "ტორონტო" ოვერტაიმში ანგარიშით 120:115 დაამარცხა.
მატჩის ძირითადი დრო 107:107 დასრულდა, ხოლო ოვერტაიმში უფრო ძლიერი "პეისერსი" აღმოჩნდა.
სამწუხაროდ, ქართველ ცენტრს სათამაშო დრო არ მისცემია.
შეხვედრაში ყველაზე მეტი, 30 ქულა კაილ ლაურიმ ჩააგდო.
"ინდიანადან" მაილს ტერნერი და თი ჯეი უორენი 24-24 ქულით გამოირჩნენ. დომანტას საბონისმა 12 ქულა და 17 მოხსნა მიითვალა.
ეს "ინდიანას" 21-ე მოგებაა 31 შეხვედრაში და აღმოსავლეთ კონფერენციაში კვლავ მე-6 ადგილს იკავებს. მომდევნო მატჩს ბითაძის გუნდი სტუმრად "მაიამისთან" 28 დეკემბერს, ჩვენი დროით 05:00 საათზე გამართავს.
დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:
კლივლენდი-ატლანტა 121:118
დეტროიტი-ფილადელფია 109:125
ნიუ იორკი-ვაშინგტონი 115:121
ორლანდო-ჩიკაგო 103:95
მაიამი-იუტა 107:104
მემფისი-სან ანტონიო 115:145
ფინიქსი-დენვერი 111:113
პორტლენდი-ნიუ ორლეანი 94:102
საკრამენტო-ჰიუსტონი 104:113
გოლდენ სტეიტი-მინესოტა 113:104